შრომისუნარიანობის შემცირება: როგორ ჩავდგეთ ფორმა ში

შრომისუნარიანობის შემცირებას ხშირად სტრესსა და გადატვირთვას უკავშირებენ, თუმცა მიზეზი ყოველთვის ამაში არ მდგომარეობს. შრომისუნარიანობის დროებითი შემცირება ავადმყოფობის, ძილისა და კვების რეჟიმის ცვლილების შედეგი შეიძლება იყოს. თემისადმი ინტერესის დაკარგვა, ყურადღების გადამტანი ფაქტორების არსებობა, ასაკობრივი ან ჰორმონალური ცვლილებები ასევე ახდენს გავლენას შრომის შედეგიანობაზე. შეცდომაა შრომისუნარიანობის შემცირებად ისეთი სიტუაციის განხილვა, როდესაც გაზრდილი, დაძაბული აქტივობის შემდეგ ადამიანი მუშაობის ნორმალურ ტემპს უბრუნდება. ფაქტობრივად, ეფექტურობის რეალურ შემცირებაზე საუბარი მხოლოდ მაშინ არის მიზანშეწონილი, როდესაც შრომის შედეგი აშკარად არ შეესაბამება გაღებულ ძალისხმევასა და გამოწვეულ დაღლილობას.    

როდის არის შრომისუნარიანობის დაქვეითება ნორმალურ?  

ცოცხალ ადამიანს, აპარატისგან განსხვავებით, არ შეუძლია 24 საათის განმავლობაში სტაბილურად მუშაობა და ძალების აღსადგენად შესვენება სჭირდება. კონცენტრაციის გარკვეული დაქვეითება შრომითი საქმიანობის დაწყებიდან 4-5 საათის შემდეგ შეიძლება შეინიშნოს. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რის გამოც უმეტეს სამუშაო ადგილებზე შუადღის შესვენება დაწესდა. დაახლოებით 40 წუთის დასვენების შემდეგ ადამიანს კიდევ 3-4 საათის განმავლობაში შეუძლია ხარისხიანად და ეფექტურად იმუშაოს, რის შემდეგ კვლავ იწყება გონებრივი შრომისუნარიანობის თანდათანობითი დაქვეითება. 12 საათიანი ცვლის შემთხვევაში ორი შესვენებაა გათვალისწინებული, მაგრამ სამუშაო დღის ბოლო მესამედი მაინც ნაკლებად პროდუქტიული იქნება, რადგან დაღლილობა გროვდება და სრული აღდგენისთვის ერთსაათიანი დასვენება საკმარისი არ არის.   

ფიზიკური შრომისუნარიანობის ყოველდღიური დაქვეითება დაახლოებით იგივე სქემით ხდება, თუმცა ფიზიკური დაღლილობის დაგროვება უფრო მეტად  ადამიანის სპორტულ ფორმაზე არის დამოკიდებული. ზოგი ანელებს ტემპს საათნახევრის შემდეგ, ზოგი კი სტაბილურად მუშაობს მთელი ცვლის განმავლობაში. ფიზიკურ მუშაობაში ასევე მნიშვნელოვანია ჩვეული მოქმედებები და საკუთარი ძალების გამოთვლის უნარი. დაზგებთან წვრილი ფიზიკური მუშაობა ერთდროულად ყურადღებას, კონცენტრაციას, სიზუსტეს და გამძლეობას მოითხოვს, ხოლო მძიმე დატვირთული მუშაობა ძლიერ კუნთებსა და მყესებს, ბალანსის გრძნობას მოითხოვს. და, რა თქმა უნდა, ცვლის ბოლოსკენ შრომისუნარიანობის დაქვეითება ბუნებრივი შედეგია, რომელიც შემაშფოთებელი არ უნდა იყოს: საკმარისია ჭამა, სხეულის მოდუნება და გამოძინება, რათა დაღლილობა სიმხნევემ და ხელახლა მუშაობისთვის მზადყოფნამ ჩაანაცვლოს. 

ავადმყოფობის დროს დროებით მცირდება როგორც ფიზიკური, ასევე გონებრივი შრომისუნარიანობა, ამიტომ ავადმყოფობის გამო შვებულებაში ყოფნისას მუშაობა არა მხოლოდ საზიანოა ჯანმრთელობისთვის, არამედ ნაკლებად ეფექტური. რა თქმა უნდა, ნებისმიერი საპასუხისმგებლო საქმის ბოლომდე მიყვანა ნებისყოფის ძალისხმევით არის შესაძლებელი, მაგრამ ამან გართულებები და აღდგენის უფრო ხანგრძლივი პერიოდი შეიძლება გამოიწვიოს. არ არის საგანგაშო შრომისუნარიანობის დროებითი დაქვეითება ორგანიზმში ანთებითი პროცესის არსებობისას. ვინაიდან, ორგანიზმი მთელ თავისუფალ რესურსს ინფექციასთან ბრძოლაში ხარჯავს. 

მენსტრუაციამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს შრომისუნარიანობის დროებითი დაქვეითება, ვინაიდან საშვილოსნოს კუნთების შეკუმშვისას წარმოქმნილი ტკივილი, სისხლის დაკარგვა, ჰორმონალური ფონის ცვალებადობა სერიოზულად ტვირთავს ორგანიზმს. იშვიათი გამონაკლისების გარდა, ქალები თავად ამჩნევენ შრომის ეფექტურობის პერიოდულ შემცირებას და აღნიშნავენ, რომ ისინი მეტ ძალას ხარჯავენ კრიტიკულ დღეებში სტაბილურად მაღალი შედეგების მისაღწევად.  

შრომისუნარიანობის საშიში დაქვეითება 

შრომისუნარიანობის დროებითი შემცირების მდგომარეობა საგანგაშოა, თუ ძალებისა და კონცენტრაციის აღდგენას დასვენება არ შველის. მაგალითად, თუ დაღლილობა სჭარბობს დღის პირველ ნახევარში და შუადღის შესვენების შემდეგ არ ქრება. ამაზე მეტად საშიშია, თუ ღამის დასვენება და სრული რვასაათიანი ძილი ჩვეულ პროდუქტიულობას არ გიბრუნებთ. ამ მდგომარეობის რამდენიმე მიზეზი შეიძლება არსებობდეს:  

  • მძიმე ქრონიკული დაავადება; 
  • დეპრესია; 
  • ემოციური გადაწვა და მუშაობისადმი ინტერესის დაკარგვა; 
  • ცხოვრების წესის უეცარი ცვლილება, დიეტა; 
  • კოლექტივთან არადამაკმაყოფილებელი ურთიერთობები; 
  • გარკვეული სამკურნალო საშუალებების მიღება. 

შრომისუნარიანობის გრძელვადიანი შემცირების კიდევ ერთი მიზეზი - ასაკია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ხანდაზმულ ადამიანად ახლა 60 წელს გადაცილებულ პირი ითვლება. ამ მაჩვენებლის მიღწევის შემდეგ, შრომისუნარიანობა შეიძლება შემცირდეს ასაკთან დაკავშირებული გარდაუვალი ცვლილებების გამო. თუმცა, ასეთ ვითარებაშიც კი შესაძლებელია გონებრივი და ფიზიკური ფორმის ნაწილობრივ აღდგენა და საკმაოდ მაღალ დონეზე შენარჩუნება მრავალი წლის განმავლობაში.  

როგორ მოვიქცეთ შრომისუნარიანობის შემცირების დროს?  

პირველი, რაც უნდა გააკეთოთ, როდესაც შეამჩნევთ ეფექტურობის ხანგრძლივ დაქვეითებას ან ძალიან ძლიერ დაღლილობას - საკუთარი მდგომარეობის გაანალიზებაა. შრომისუნარიანობის ხანგრძლივი შემცირება, რომელიც საქმიანობის კონკრეტულ სფეროს ეხება, ცვლილების საჭიროებაზე მიუთითებს. თუ ჩვეული სამუშაოს შესრულება აუტანლად რთული გახდა, შეგიძლიათ იფიქროთ კვალიფიკაციის გამოცვლაზე. თუ სპორტდარბაზში სიარული ადრინდელივით სიხარულს არ განიჭებთ, შეგიძლიათ აუზი, ცეკვა ან გუნდური სპორტის სახეობები სცადოთ. თუ ოჯახთან ურთიერთობა დამღლელი გახდა, დასვენების შესაძლებლობა უნდა იპოვოთ - აიყვანოთ ძიძა, მარტო გაემგზავროთ შვებულებაში, რათა გააანალიზოთ, კონკრეტულად რაში მდგომარეობს სირთულე. თუ გაირკვა, რომ ენერგიის ჭარბი ხარჯვა გამოწვეულია კოლექტივში ტოქსიკური ურთიერთობებით, უნდა იფიქროთ ახალ სამუშაოზე საკუთარ სფეროში.   

მას შემდეგ რაც გაარკვიეთ, რომ გარეგანი მიზეზები არაფერ შუაშია, არ უნდა შეგეშინდეთ. აუცილებელია:  

  1. მიმართოთ თერაპევტს სწრაფ დაღლილობაზე ჩივილებით. 
  2. ეწვიოთ ენდოკრინოლოგს და გაიაროთ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებზე გამოკვლევა. 
  3. ჩააბაროთ შარდისა და სისხლის საერთო ანალიზები. 
  4. ეწვიოთ ნევროლოგს. 
  5. ეწვიოთ ფსიქიატრს. 

ერთობლივი ძალებით სპეციალისტები გაარკვევენ, თუ რამ გამოიწვია შრომისუნარიანობის დაქვეითება და დანიშნავენ ყველაზე შესაფერის მკურნალობას. შრომისუნარიანობის დაქვეითება, რომლის მიზეზები არ არის დაკავშირებული ჯანმრთელობასთან, ნიშნავს იმას, რომ უნდა დაიწყოთ მუშაობა საკუთარი პროდუქტიულობის გაზრდაზე - როგორც გონებრივ, ასევე ფიზიკურ.  

როგორ აღვადგინოთ შრომისუნარიანობა?  

შრომისუნარიანობის ხანგრძლივი დაქვეითება ზიანს აყენებს არა მხოლოდ კარიერას, არამედ თქვენს ჯანმრთელობას. აპათია და პრობლემების უწინდელი ტემპით გადაჭრის შეუძლებლობა სტრესს, ნერვულ დაძაბულობას ქმნის, უარყოფითად მოქმედებს ძილზე, გულისა და სისხლძარღვების ფუნქციონირებაზე, მადასა და იმუნიტეტზე. მაშინაც კი, თუ თავდაპირველად ჯანმრთელობის პრობლემები არ გაწუხებდათ, ეს ყველაფერი მუდმივი გადაღლილობის ფონზე შეიძლება დაიწყოს. გარდა ამისა, ნებისყოფას ასევე აქვს საზღვრები და თუ მუდმივად იმუშავებთ საკუთარი თავის დაძალების გზით, შეიძლება დეპრესია განვითარდეს.  

შრომისუნარიანობის აღსადგენად პირობების შექმნაში ორგანიზმს დაეხმარება სუფთა ჰაერზე სეირნობა, მხატვრული ლიტერატურის (და არა სტატიებისა და ჩანაწერების) კითხვა, რეგულარული ფიზკულტურა, უცხოური მეტყველების მოსმენა ან ენების შესწავლა, ხელით წერა, ხატვა, თიხისგან ძერწვა. სანამ განვითარებას შეუდგებით, სწორი იქნება ძილის რეჟიმის დარეგულირება, რაციონის დაბალანსება და ყველა იმ ზედმეტ დატვირთვაზე უარის თქმა, რომლებსაც არანაირი სარგებელი არ მოაქვს. აუცილებელია დღის გულდასმით დაგეგმვა, თუ ეს შესაძლებელია - ზოგიერთი ამოცანის დელეგირება ისე, რომ ზედმეტად არ დაიღალოთ, და აუცილებლად გაატაროთ გარკვეული დრო საკუთარ თავთან სიმარტოვეში. ეს მიდგომა ხელს უწყობს როგორც ზედმეტი მუშაობის შემდეგ შრომისუნარიანობის აღდგენას, ასევე პროდუქტიულობის გაზრდას, რომელიც გაურკვეველი მიზეზების გამო შემცირდა.  

Изображение выглядит как человек, женщина, потолок, играет  Автоматически созданное описание

ასევე მიზანშეწონილია ისეთი საშუალების შერჩევა, რომელიც აღდგენის პერიოდში გულ-სისხლძარღვთა სისტემას შეუწყობს ხელს. ეფექტური პრეპარატი შრომისუნარიანობის დაქვეითებისას დატვირთვასთან გამკლავებაში უნდა დაგეხმაროთ, მათ შორის უჯრედშიდა გაცვლითი პროცესების კორექციის ხარჯზე. 

შრომისუნარიანობა თანდათან გაიზრდება, ამიტომ არ უნდა ელოდოთ საკუთარი თავისგან დაუყოვნებლივ მაღალ შედეგებს. მხოლოდ დაგეგმილი, აუჩქარებელი, მაგრამ მუდმივი განვითარება მოიტანს ნამდვილად შესამჩნევ შედეგს.  

გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას, გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს.