4 მარტივი რჩევა ქრონიკული დაღლილობის დასამარცხებლად 

მუდმივი სისუსტე, ძილიანობა, გაღიზიანება და ცუდი განწყობა - ერთი შეხედვით, თითქოსდა, ნორმალური მდგომარეობაა ნებისმიერი, სამსახურში დასაქმებული, ადამიანისთვის. განსაკუთრებით ახლა, ზამთარში, როცა ირგვლივ ყველაფერი ნაცრისფერი და მოსაწყენია, ორგანიზმს კი ვიტამინები და მზის სხივები აკლია. 

მაგრამ თუ ამას დავამატებთ ნაკლებად მოძრავ ცხოვრების წესს, სტრესს როგორც სამსახურში, ასევე სახლში, სრულიად მოსალოდნელია მდგომარეობის გაუარესება - ქრონიკული დაღლილობის (ანუ ასთენიის) გაჩენა. ასეთ შემთხვევაში, ორგანიზმის დახმარება არა შესაძლებელი, არამედ აუცილებელია. ქვემოთ გთავაზობთ 4 მარტივ რეკომენდაციას, რომელიც დაგეხმარებათ ძალების აღდგენასა და სიცოცხლის ხალისის დაბრუნებაში. 

გახდი უფრო აქტიური 

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? 

ნებისმიერ უჯრედს ჟანგბადი სჭირდება. მისი დახმარებით მიტოქონდრიები (უჯრედების მცირე ენერგეტიკული სადგურები) საკვებ ნივთიერებათა ჟანგვას ახდენენ და გარდაქმნიან მათ ადენოზინტრიფოსფატებად - ჩვენი სხეულის საწვავის მოლეკულებად. ადენოზინტრიფოსფატებიდან მიღებული ენერგია მაშინაც კი იხარჯება, როცა ადამიანი არაფერს აკეთებს – მაგალითად, ორგანოების ფუნქციონირების, სუნთქვის, სისხლის მიმოქცევის და აზროვნების დროსაც. არ არის ჟანგბადი = არ არის ენერგია = არ არის სიცოცხლის ძალა. 

რა შეიძლება გაკეთდეს? 

დაკავდით სპორტით - დაიწყეთ სირბილი, იარეთ ველოსიპედით, გააკეთეთ ვარჯიშები, ჩაეწერეთ იოგაზე ან აუზში. ნებისმიერი აქტივობისას მიტოქონდრიებში მეტი ჟანგბადი შედის, რისი დახმარებითაც ისინი „წვავენ“ საკვებ ნივთიერებებს და ადენოზინტრიფოსფატების სინთეზირებას ახდენენ. 

ამავე მიზეზით, მნიშვნელოვანია სუფთა ჰაერის მეტი შესუნთქვა - მაგალითად, გაისეირნეთ პარკში ან ტყეში, ასევე რეგულარულად გაანიავეთ ბინა ან ოფისი. 

მოაწესრიგეთ კვება 

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? 

საუბარი ისევ უჯრედებზეა. მათი სწორი ფუნქციონირებისთვის მხოლოდ ჟანგბადი არ არის საკმარისი - თუ მათში ისეთი საკვები ნივთიერებები არ მოხვდება, როგორიცაა გლუკოზა, ამინომჟავები და ცხიმოვანი მჟავები, ვერც ადენოზინტრიფოსფატების სინთეზირება მოხდება. გასაკვირი არ არის, რომ თუ სრულყოფილი სადილის ნაცვლად, შოკოლადს და ყავას მიირთმევთ, სხეულს უბრალოდ აღარ შერჩება ძალის მოსაკრები წყარო. 

რა შეიძლება გაკეთდეს? 

დაიწყეთ ჯანსაღი და დაბალანსებული კვება. რაციონი უნდა შედგებოდეს ორგანიზმისთვის საჭირო ნუტრიენტებისგან: 

ცილები - 60-დან 117 გ/დღეში მამაკაცებისთვის და 58-დან 87 გ/დღეში ქალებისთვის; 

ცხიმი - 70-დან 154 გ/დღეში მამაკაცებისთვის და 60-დან 102 გ/დღეში ქალებისთვის; 

ნახშირწყლები - 257-დან 586 გ/დღეში. 

ასევე მნიშვნელოვანია, რომ საკვებთან ერთად ორგანიზმში ჯანსაღი ვიტამინები და მიკროელემენტები მოხვდეს. ნუ დაგავიწყდებათ საკმარისი რაოდენობის წყლის მიღება - მავნე ფაქტორებს კი, როგორიცაა ფასტ-ფუდი, უნდა მოერიდოთ. 

დაისახეთ დღის განრიგი 

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? 

რა თქმა უნდა, არ არის აუცილებელი ყველა საქმის ჩანიშვნა და მკაცრად, წუთების მიხედვით, შესრულება. თუმცა სწორი რეჟიმის გარეშე, მატულობს დასვენების „შემდეგისთვის“ გადადების, ნერვიულობის, თითქმის მთელი დღე-ღამის განმავლობაში მუშაობის ან ერთდროულად რამდენიმე საქმის შეთავსების რისკი - სამუშაო, სწავლა, ოჯახი, სპორტული დარბაზი და გართობა. 

ამ გადატვირთულმა გრაფიკმა შეიძლება გამოიწვიოს „გადაწვა“, ენერგიის დაკარგვა და სტრესი. ხანგრძლივი დასვენების შემდეგაც კი ორგანიზმს აღდგენის დრო არ რჩება, რის შედეგადაც ასთენია ჩნდება. 

რა შეიძლება გაკეთდეს? 

დაყავით თქვენი დღე სამ ნაწილად. 

ძილი. სრულფასოვანი დასვენებისა და აღდგენისთვის ადამიანს არანაკლებ 6-8 საათი სჭირდება, თუმცა ძილის „ნორმა“ ინდივიდუალური ცნებაა. უმჯობესია  დაეყრდნოთ სრულფასოვანი დასვენებისა და კარგი შრომისუნარიანობის, როგორც ხარისხიანი ძილის კრიტერიუმის, საკუთარ შეგრძნებებს; 

სამუშაო. არ უნდა გადაიტვირთოთ და უწყვეტად არ უნდა იმუშაოთ 8 საათის (ან მეტი) განმავლობაში - დღის განმავლობაში უნდა გააკეთოთ 10-15 წუთიანი შესვენება (სადილის შესვენების გარდა). 

დასვენება. ეს დრო შეიძლება ოჯახთან ერთად გაატაროთ, მაგრამ რამდენიმე საათი მაინც უნდა გამოყოთ მხოლოდ საკუთარი თავისთვის. 

მიმართეთ დახმარებას 

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? 

ქრონიკული დაღლილობა - ყოველთვის არ არის გადაღლილობის შედეგი. ის ზოგჯერ ორგანიზმში არსებული გარკვეული პრობლემების გამო ჩნდება - მაგალითად, ნივთიერებათა ცვლაში დარღვევების გამო. ისეც ხდება, რომ ადამიანი გაცივდა ან რაღაცით მოიწამლა, ორგანიზმმა მთელი ძალები გამოჯანმრთელებას დაუთმო და ახლა აღსადგენად საკმარისი რესურსი არ შერჩა. ამ შემთხვევაში კი თვითმკურნალობა საშიშია. 

რა შეიძლება გაკეთდეს? 

მიდით სპეციალისტთან და ჩააბარეთ ანალიზები. მხოლოდ ექიმს შეუძლია ზუსტი დიაგნოზის დასმა, იმის გარკვევა, თუ რა გახდა ქრონიკული დაღლილობის მიზეზი (მაგალითად, ძილის ნაკლებობა ან ავადმყოფობა) და სწორი მკურნალობის დანიშვნა. 

სპეციალისტს ასევე შეეძლება მხარდამჭერი პრეპარატების დანიშვნა, მაგალითად, პრეპარატი „მილდრონატი® 250 მგ“. ეს არის თანამედროვე საშუალება, რომელიც ხელს უწყობს შრომისუნარიანობის აღდგენას და აუმჯობესებს ფიზიკური და ფსიქიკური დატვირთვის ამტანობას. პრეპარატის მოქმედი ნივთიერებაა - მელდონიუმი, რომელიც: 

უჯრედშიდა ენერგეტიკულ პროცესების ოპტიმიზაციას ახდენს; 

ეხმარება უჯრედებში ჟანგბადის მიწოდებას სისხლძარღვების გაფართოების და ქსოვილებში სისხლის მიწოდების გაუმჯობესების ხარჯზე; 

ახდენს ცენტრალური ნერვული სისტემის სტიმულირებას, ზრდის მამოძრავებელ აქტივობას და ფიზიკურ გამძლეობას. 

„მილდრონატი® 250 მგ“ განკუთვნილია მათთვის, ვინც აქტიური ცხოვრების წესს ეწევა და სურს ვარჯიშის შემდეგ სწრაფად აღდგენა; ვინც მუშაობს ოფისში და მუდმივ გადატვირთვას და დაღლილობას განიცდის; ასევე ადამიანებს, რომლებსაც სურთ გამონახონ დრო ყველაფრისთვის - დაწყებული სამსახურით, დამთავრებული ოჯახითა და გართობით. 

გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას, გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს.