რა არის პოსტინფექციური ასთენია და როგორ გავუმკლავდეთ მას 

სეზონური გაციების შესახებ აბსოლუტურად ყველას სმენია. საბედნიეროდ, ადამიანების უმეტესობა გაცნობილია პრევენციულ ზომებს, ხოლო, თუ მწვავე რესპირატორული ინფექციის თავიდან აცილება ვერ მოხერხდა, მიმართავს ექიმს. თუმცა ყველამ არ იცის შესაძლო გართულებების შესახებ. მით უმეტეს, თუ როგორ უნდა გაუმკლავდეს მათ. 

მწვავე რესპირატორულმა ინფექციამ მრავალი გართულება შეიძლება გამოიწვიოს, მათ შორის: გულის, თირკმელების დაზიანება, ფილტვების ანთება, ქრონიკული დაავადებების გამწვავება და პოსტინფექციური ასთენია. ეს უკანასკნელი ყველაზე მეტად გვაინტერესებს, რადგან ის ძალიან ხშირია. ეს მდგომარეობა უკიდურესად მზაკვრული შეიძლება აღმოჩნდეს, რადგან პოსტინფექციური ასთენიის სიმპტომები უცებ შეიძლება არც გამოვლინდეს. 

რა არის პოსტინფექციური ასთენია? 

ძველი ბერძნულიდან სიტყვა „ასთენია“ ითარგმნება როგორც „უძლურება“, რაც მეტწილად ჭეშმარიტებაა. დიდი სამედიცინო ენციკლოპედია ამ ტერმინს ახასიათებს, როგორც მტკივნეულ მდგომარეობას, რომელიც გამოიხატება მომატებულ დაღლილობასა და დასუსტებაში განწყობის უკიდურესი არასტაბილურობაში, თვითკონტროლის შესუსტებაში, მოუთმენლობაში, მოუსვენრობაში, ძილის დარღვევაში, ხანგრძლივი გონებრივი და ფიზიკური დატვირთვისადმი უნარის დაკარგვაში, ხმამაღალი ხმების, მკვეთრი განათების, მძაფრი სუნის აუტანლობაში. 

პოსტინფექციური ასთენია ვირუსული ინტოქსიკაციის შედეგად ორგანიზმში მეტაბოლური პროცესების დარღვევის გამო ვლინდება, და ხასიათდება ენერგიის წარმოქმნისა და დახარჯვის შემდგომი დარღვევით. მისი მიზეზი „ბოლომდე არანამკურნალევი დაავადება“ შეიძლება გახდეს, ორგანიზმის ზოგადი დასუსტება ან ინტოქსიკაცია. ყოველივე ზემოთქმულიდან ნათელი ხდება, რომ ასთენიის სიმპტომები ზოგ შემთხვევაში სრულიად განსხვავებულია: კიდურების გაციებიდან და თავის ტკივილიდან დაწყებული გონებრივი და ფიზიკური სამუშაოს შესრულების უნარის სრულ დაკარგვამდე. 

როგორ გავუმკლავდეთ პოსტინფექციურ ასთენიას? 

ჩვეულებრივი დაღლილობა ავადმყოფობის შემდეგ ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ მნიშვნელოვანია ის ასთენიაში არ აგვერიოს. ამ უკანასკნელის შემთხვევაში ძალების დაკარგვა რამდენიმე თვე ან მეტი გრძელდება. ეს მდგომარეობა არ არის ნორმალური და არ უნდა მოითმინოთ ან მის დამოუკიდებლად განკურნებას არ უნდა ეცადოთ. უნდა მიმართოთ სპეციალისტს, რომელიც შესაბამის მკურნალობას დაგინიშნავთ. 

სწრაფი გამოჯანმრთელებისთვის საჭიროა ზედმეტი შრომით საკუთარი თავის ნაკლები დატვირთვა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა (სწორი კვება, სუფთა ჰაერზე სეირნობა). ორგანიზმის დასახმარებლად შეგიძლიათ მიიღოთ პრეპარატი, რომელიც აუმჯობესებს მეტაბოლურ პროცესებს და ააქტიურებს სასიცოცხლო ენერგიის გამომუშავებას, მაგალითად, მილდრონატი® 250 მგ. 

მილდრონატი® 250 მგ უჯრედშიდა ენერგეტიკული პროცესების ოპტიმიზებას და მატონიზირებელ მოქმედებას ახდენს. ის ასევე ინარჩუნებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პოსტინფექციური ასთენიის დროს, ვინაიდან ჰიპოქსიასთან ადაპტაცია, რომელიც მწვავე რესპირატორული ინფექციის დროს ხდება, გულზე დატვირთვას ზრდის. 

მილდრონატი® 250 მგ დადებითად მოქმედებს ფიზიკური და გონებრივი დატვირთვისადმი ადამიანის გამძლეობაზე. პრეპარატის მიღება მოსახერხებელია, რადგან ის კაფსულების სახით არის გამოშვებული (შეფუთვაში 20 ცალი სასტარტო თერაპიისთვის, ხოლო 40 ცალი სრული კურსისთვის). 

გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას, გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს.