Კითხვა პასუხი

  • რატომ მილდრონატი® 250 მგ?

    მილდრონატი® 250 მგ ახდენს ენერგეტიკული ცვლის ოპტიმიზაციას ორგანიზმის უჯრედებში, აღადგენს ფიზიკურ და გონებრივ შრომისუნარიანობას, საშუალებას გაძლევთ თავი იგრძნოთ მხნედ და ენერგიულად, მიუხედავად მომატებული დატვირთვებისა.

  • ვისთვისაა განკუთვნილი პრეპატრატი?

    18 წლის ზემოთ ასაკის პირებისთვის.

  • რა შემთხვევებში არის საჭირო მილდრონატი® 250 მგ- ის მიღება?

    მილდრონატი® 250 მგ-ის მიღება საჭიროა:
    • მომატებული გონებრივი და ფიზიკური დატვირთვებისას;
    • შრომისუნარიანობის დაქვეითების დროს;
    • კონცენტრაციის და ყურადღების დაქვეითების შემთხვევაში;
    • მეხსიერების დაქვეითებისას;
    • ფიზიკური ამტანობის დაქვეითების დროს;
    • სისუსტის და დაღლილობის შემთხვევაში ფიზიკური და გონებრივი გადატვირთვის შემდეგ;

  • როგორ მიიღება მილდრონატი® 250 გ ?

    2 კაპსულა (500 მგ) დღის პირველ ნახევარში ორგანიზმის ენერგეტიკული რეზერვების აღსადგენად. მკურნალობის კურსი 4-6 კვირაა, საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობის კურსის გამეორება შესაძლებელია წელიწადში 2-3 ჯერ. შესაძლო აღმგზნები მატონიზირებელი ეფექტის გამო, რეკომენდებულია პრეპარატის გამოყენება დღის პირველ ნახევარში.

  • როგორ ამოვიცნოთ ფსიქო-ემოციური გადატვირთვა?

    ჩივილები გაღიზიანებადობაზე, კონცენტრაციის დაქვეითებაზე, გარეშე პირების თქვენს მიმართ უკმაყოფილებაზე, დაღლილობაზე, უძილობაზე, თავის, კუნთების და სახსრების ხშირ ტკივილზე.
    გადატვირთვა იწვევს ფიზიკური და ფსიქოლოგიური დისკომფორტის შეგრძნებას, ხელს უშლის ადამიანებს სრულყოფილ ცხოვრებაში და დასახული მიზნების მიღწევაში.

  • მილდრონატი 250 მგ ხელმისაწვდომია ურეცეპტოდ?

    დიახ, მილდრონატი® 250 მგ ხელმისაწვდომია რეცეპტის გარეშე.

  • დღის რომელ პერიოდში არის უკეთესი მილდრონატი®- 250 მგ -ის მიღება?

    მილდრონატის® 250 მგ -ის მიღება რეკომენდებულია დღის პირველ ნახევარში, მისი ორგანიზმზე მატონიზირებელი მოქმედების გამო.

  • შეიძლება თუ არა მილდრონატი® 250 მგ -ის სხვა მედიკამენტებთან ერთად მიღება?

    დიახ, მელდონიუმის მიღება შესაძლებელია ერთდროულად პროლონგირებული მოქმედების ნიტრატებთან და სხვა ანტიანგინალურ საშუალებებთან, ასევე საგულე გლიკოზიდებთან და შარდმდენ პრეპარატებთან ერთად. ის ასევე შეიძლება კომბინირებული იყოს ანტიკოაგულანტებთან, ანტიაგრეგანტებთან, ანტიარითმიულ საშუალებებთან და სხვა მედიკამენტებთან, რომლებიც აუმჯობესებენ მიკროცირკულაციას.
    დამატებითი ინფორმაცია იხილეთ პრეპარატის ინსტრუქციაში.

  • შეუძლიათ მილდრონატი® 250 მგ -ის მიღება ხანდაზმულ პირებს?

    დიახ, რადგან ხანდაზმულ ასაკში პაციენტებს ხშირად უვლინდებათ დაქვეითებული შრომისუნარიანობის სიმპტომები. თუმცა, საჭიროა ყურადღება მივაქციოთ უკუჩვენებებს, მიღებულ წამლებთან შესაძლო ურთიერთქმედებას და ინსტრუქციებში მითითებულ სხვა გაფრთხილებებს.

  • რა არის ასთენია?

    ასთენია ანუ ასთენიური სინდრომი (ბერძნ. asthenia – უძლურება, სისუსტე) არის პათოლოგიური მდგომარეობა, რომლის დროსაც ვლინდება მომატებული დაღლილობა, სისუსტე, ემოციური არასტაბილურობა, ძილის დარღვევები და ვეგეტატიური აშლილობები.

გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას, გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს.