სულ რაღაც ერთი თვის წინ ფანჯარაში მზე ანათებდა და თბილი და მშრალი ამინდი იყო, ახლა კი სიცივე, წვიმა და ნაცრისფერი გარემო თანდათან გვიახლოვდება. ამ ყველაფერთან ერთად, ბევრი უგუნებოდ გრძნობს თავს – უფრო რთული გახდა დილით ადგომა, გაჩნდა დაღლილობა და გაღიზიანება.
ნუ იჩქარებთ საკუთარი თავის გაკიცხვას – ეს სიზარმაცის კი არა, შემოდგომის მოწყენილობის ბრალია. ამ მდგომარეობის მრავალი მიზეზი არსებობს, მაგრამ ამ სტატიაში 4 ყველაზე გავრცელებულს განვიხილავთ.
მიზეზი №1. დღისსაათებიკლებულობს
იმისდა მიუხედავად, რომ ბევრი ადამიანი შეგნებულად ცვლის დღის წესრიგს – ღამით არ სძინავთ და დილით გვიან დგება – ორგანიზმს მაინც ვერ მოატყუებთ. ყველა სასიცოცხლო პროცესი ორგანიზმს აგებული აქვს ბუნებრივ ცირკადულ რიტმებზე.
ეს შემდეგნაირად მუშაობს: დილით თენდება, სეროტონინის (ბედნიერების ჰორმონის) გამომუშავება იზრდება და ჩვენ ვიღვიძებთ. სანამ მზე ანათებს, ჩვენ ვმუშაობთ, ვსწავლობთ და ენერგიას ვხარჯავთ. სიბნელის დადგომასთან ერთად მელატონინის – ჰორმონი, რომელიც ძილისთვის გვამზადებს – აქტიური გამომუშავება იწყება. ვიღლებით, ვკარგავთ შრომისუნარიანობას და ძილისთვის ვემზადებით.
ხოლო თუ ზაფხულში დღის ხანგრძლივობა საშუალოდ 14-16 საათია, შემოდგომაზე და ზამთარში ის მნიშვნელოვნად კლებულობს. ორგანიზმი „ხედავს“, რომ სინათლე ცოტაა ან საერთოდ არ არის და იწყებს მელატონინის გამომუშავებას ყველა გამომდინარე შედეგითურთ.
როგორდავეხმაროთორგანიზმს? მაქსიმალურად დაიცავით დღის რეჟიმი – ადექით და დაიძინეთ ერთსა და იმავე დროს. ამასთან, უმჯობესია საწოლში დაწვეთ არაუგვიანეს 23:00 საათისა – ეს საშუალებას მოგცემთ გამოიძინოთ და მშვიდად ადგეთ დილის 6-7 საათზე. კიდევ ერთი რჩევა, თუ თქვენ დილით ადგომა გიჭირთ – შუქის მაღვიძარა დაგეხმარებათ, რომელიც არა ხმამაღალი ხმებით, არამედ სინათლის თანდათანობითი მატებით გაღვიძებს. მზეც იგივენაირად ამოდის, რაც იმას ნიშნავს, რომ ორგანიზმს გაღვიძება უფრო უადვილდება.
მიზეზი №2. დაქვეითებულიიმუნიტეტი
შემოდგომა – გაციების ნამდვილი სეზონია. ზაფხულის შემდეგ ვირუსები და ბაქტერიები „იღვიძებენ“ და ცდილობენ გაარღვიონ ორგანიზმის დამცავი ბარიერი – იმუნიტეტი. თუ ადამიანი ჯანმრთელია და ძალით სავსეა, მაშინ ისინი მარცხდება. მაგრამ დასუსტებულ ორგანიზმს – მათ შორის სინათლის ნაკლებობის გამო – ნაკლები ძალა გააჩნია მიკრობებთან საბრძოლველად. ამას დაუმატეთ გადამეტცივების რისკები და უკვე დაავადებულ ადამიანებთან კონტაქტების დიდი რაოდენობა – და აი, ადამიანი ცივდება, ამასთან ერთად თავს დათრგუნულად და დაღლილად გრძნობს.
როგორდავეხმაროთორგანიზმს? ყველაფერი მარტივია – გააძლიერეთ იმუნური სისტემა. სულ მცირე, დაიწყეთ ხელების უფრო ხშირად დაბანა, ოთახის განიავება და სმარტფონის ანტიბაქტერიული ტილოებით გაწმენდა – ეს შეამცირებს ვირუსებთან და ბაქტერიებთან შეხვედრის რისკს. იმუნურ სისტემას ასევე აქტივობა ეხმარება – ბუნებაში გასეირნება სუფთა ჰაერზე, მარტივი ფიზიკური ვარჯიშები და ა.შ.
მიზეზი №3. ვიტამინებისნაკლებობა
ზაფხულში ვიტამინები და მინერალები პრაქტიკულად თავისუფლად არის ხელმისაწვდომი – მათი შევსება ადვილად შესაძლებელია ხილის და ბოსტნეულის დახმარებით. შემოდგომაზე, ამ ელემენტების მიღება ჯერ კიდევ შესაძლებელია ახალი მოსავლის პროდუქტების წყალობით, მაგრამ ზამთრისკენ მიახლოებისას სასარგებლო ნივთიერებების ნაკლებობა იჩენს თავს.
უმთავრესი ვიტამინი D, რომელიც ორგანიზმში მიმდინარე უამრავ პროცესზეა პასუხისმგებელი (მათ შორის იმუნური და ნერვული სისტემის ფუნქციონირებაზე), მხოლოდ ულტრაიისფერი სხივების გავლენის ქვეშ სინთეზირდება. შემოდგომაზე ისინი გაცილებით ნაკლებია, რაც ნიშნავს, რომ შესაძლოა D ვიტამინის ნაკლებობა აღინიშნებოდეს. შესაბამისად, ადამიანის მდგომარეობა უარესდება.
როგორდავეხმაროთორგანიზმს? სასარგებლო ნივთიერებების დეფიციტის შევსების ყველაზე მარტივი გზაა – პროდუქტები. მაგალითად, შემოდგომაზე შეგიძლიათ „მიაწვეთ“ ახლად დაკრეფილ ხილსა და ბოსტნეულს (ყურძენი, გოგრა, პომიდორი, ჭარხალი, ბროწეული, სოკო). რაც შეეხება მთელი წლის განმავლობაში ხელმისაწვდომ პროდუქტებს, რაციონში ღვიძლის, კვერცხის, ცხიმიანი ჯიშის თევზის, რძის პროდუქტების, თხილის, მარცვლეულის, მცენარეული ზეთების დამატება არის საჭირო – მათში ყველაზე მეტი A, D, E, C, PP და B ჯგუფის ვიტამინია, რომლებიც სწორედ შემოდგომაზე გვაკლია.
მიზეზი №4. ორგანიზმისფსიქოლოგიურიგადაწყობა
თბილ ამინდში სტრესთან და დისკომფორტთან გამკლავება უფრო ადვილია, ვიდრე ცივ ამინდში. მზე, ყვავილები და გამწვანება, თბილი ჰაერი – ეს ყველაფერი თვალს ახარებს და ცუდი ფიქრებისგან გვაშორებს. შემოდგომის დადგომასთან ერთად სულ უფრო ხშირად ვრჩებით სახლში საკუთარ ფიქრებთან – რაც იმას ნიშნავს, რომ უფრო რთული ხდება ცუდი განწყობის თავიდან აცილება. გარდა ამისა, საკურორტო სეზონის დასრულებაც ახდენს გავლენას – ისევ ბევრი მუშაობა გვიწევს, ზოგიერთ შემთხვევაში კი ზედმეტიც. ეს ყველაფერი გავლენას ახდენს ორგანიზმის მდგომარეობაზე.
როგორდავეხმაროთორგანიზმს? იზრუნეთ საკუთარ თავზე – გააკეთეთ შესვენება, შეეცადეთ ცოტა დრო მაინც გამონახოთ მცირე სიამოვნებისთვის, როგორიცაა მასაჟი, გემრიელი საჭმელი, სასიამოვნო ადამიანებთან სეირნობა. ასევე შეგიძლიათ იპოვოთ ახალი ჰობი – ისწავლეთ ხატვა, ჩაეწერეთ ცეკვაზე ან სცადეთ რომელიმე მუსიკალური ინსტრუმენტი.
გარდა ამისა როგორ შეიძლება დავძლიოთ მუდმივი დაღლილობა?
თუ ეს ყველაფერი უშედეგოა და დაღლილობა არ გაქრა, სავარაუდოდ, შეიძლება ორგანიზმს დამატებითი დამხმარე ზომები დასჭირდეს. მაგალითად, პრეპარატების სახით, რომლებიც ხელს შეუწყობს უჯრედშიდა ენერგეტიკული პროცესების ოპტიმიზაციას და ძალების აღდგენას. ასეთ საშუალებებს მიეკუთვნება მილდრონატი® 250, რომელიც:
✅ ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მატონიზირებელ მოქმედებას ახდენს, აუმჯობესებს გონებრივ აქტივობას, ყურადღების და მეხსიერების კონცენტრაციას გონებრივი გადატვირთვის დროს;
✅ შეუძლია აღადგინოს ორგანიზმის ენერგეტიკული რეზერვები ფიზიკური და გონებრივი გადატვირთვის დროს;
✅ ხელს უწყობს გონებრივი და ფიზიკური აქტივობის შენარჩუნებას და სხეულის აღდგენას გადატვირთვის დროს.
რა არის პოსტინფექციური ასთენია და როგორ გავუმკლავდეთ მას
სეზონური გაციების შესახებ აბსოლუტურად ყველას სმენია. საბედნიეროდ, ადამიანების უმეტესობა გაცნობილია პრევენციულ ზომებს, ხოლო, თუ მწვავე რესპირატორული ინფექციის თავიდან აცილება ვერ მოხერხდა, მიმართავს ექიმს. თუმცა ყველამ არ იცის შესაძლო გართულებების შესახებ.
4 მარტივი რჩევა ქრონიკული დაღლილობის დასამარცხებლად
მუდმივი სისუსტე, ძილიანობა, გაღიზიანება და ცუდი განწყობა – ერთი შეხედვით, თითქოსდა, ნორმალური მდგომარეობაა ნებისმიერი, სამსახურში დასაქმებული, ადამიანისთვის. განსაკუთრებით ახლა, ზამთარში, როცა ირგვლივ ყველაფერი ნაცრისფერი და მოსაწყენია, ორგანიზმს კი ვიტამინები და
4 მიზეზი, თუ რატომ გრძნობთ დაღლილობას შემოდგომაზე
სულ რაღაც ერთი თვის წინ ფანჯარაში მზე ანათებდა და თბილი და მშრალი ამინდი იყო, ახლა კი სიცივე, წვიმა და ნაცრისფერი გარემო თანდათან გვიახლოვდება. ამ ყველაფერთან ერთად, ბევრი უგუნებოდ გრძნობს თავს
გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას, გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს.