როგორ ჩავდგეთ მწყობრში შვებულებების სეზონის შემდეგ

შვებულების შემდგომ სამსახურში დაბრუნებისას ძალიან ხშირად დაღლილობას, დათრგუნულობას და უღონობას გრძნობთ. ეს კი იმისდა მიუხედავად ხდება, რომ ხანგრძლივი შვებულების დროს დასვენების, ახალი ძალების მოკრების და შთაბეჭდილებების შეგროვების საკმარისი დრო გქონდათ. ამ ყველაფერს ამძიმებს ის, რომ ზაფხული დასრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ პირქუში შემოდგომა დაიწყო და საერთოდ ყველაფრის კეთების სურვილი გაგიქროთ. 

კარგი ამბავი ის არის, რომ დაბალი შრომისუნარიანობისა და ცუდი განწყობის მოგვარება შესაძლებელია. ამისათვის მარტივი რჩევები უნდა გაითვალისწინოთ, რომლებსაც აქვე გიზიარებთ. 

1. გახადე ცხოვრება უფრო მრავალფეროვანი 

სამსახურის ყოველდღიურობაში დაბრუნება ყველაზე ხშირად მოწყენილობაში დაბრუნებას უტოლდება. იმისათვის, რომ „სახლი-სამუშაო-სახლი“ რუტინაში არ ჩაეფლოთ, შეგიძლიათ  თქვენს დღეებს ცოტა მრავალფეროვნება შემატოთ, ამასთან არ დაგავიწყდეთ, რომ საკუთარ თავზე ზრუნვა აუცილებელია. სილამაზის სალონში მისვლა, შოპინგი, სამსახურის შემდეგ ყავით ხელში გასეირნება – ეს სულაც არ საჭიროებს სერიოზულ ინვესტიციებს და დროს, მაგრამ სწორედ ასეთი წვრილმანები გვჩუქნის კარგ განწყობას და გვიბრუნებს სიცოცხლის მრავალფეროვნებას. 

კიდევ ერთი იდეა, რომელიც ხელს შეუწყობს ცხოვრებაში მრავალფეროვნების შემოტანას ახალი ჰობია. დროა ისწავლოთ ხატვა, დაკვრა რომელიმე მუსიკალურ ინსტრუმენტზე ან ქსოვა სცადოთ. 

2. გადახედეთ დღის წესრიგს 

ძალიან ხშირად, შვებულების შემდეგ, ბევრი საქმე გროვდება, რომელიც ასე თუ ისე უნდა გაკეთდეს. შედეგად კი დღის წესრიგის დარღვევის რისკი დგება, რომელსაც თან ახლავს დასვენების „მოგვიანებისთვის“ გადადება, ნერვიულობა, მუშაობა თითქმის ოცდაოთხსაათიან რეჟიმში, ან ერთდროულად უამრავი საქმის შეთავსება (სამსახური, სწავლა, ოჯახი, სპორტული დარბაზი და გართობა). ასეთმა დატვირთულმა გრაფიკმა შეიძლება გადაწვა, ენერგიის დაკარგვა და სტრესი გამოიწვიოს. ხანგრძლივი დასვენების შემდეგაც კი ვერ მოასწრებს ორგანიზმი აღდგენას. 

ამიტომაც, გამოსავალი აქ მარტივია – არ არის აუცილებელი დღე საათების მიხედვით დაგეგმოთ, მაგრამ შეგიძლიათ თავში წარმოიდგინოთ და დაყოთ ის სამ მნიშვნელოვან ნაწილად: სამუშაო, პირადი დრო და ძილი. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ მოასწროთ დასახული ამოცანების შესრულება, ძალების აღდგენა და ამავე დროს საკუთარი თავისთვის დროის დათმობა. 

3. დაამატეთ ფიზიკური აქტივობა 

ეს არ ნიშნავს იმას, რომ დაუყოვნებლივ უნდა გაეშუროთ სპორტული დარბაზის წლიური აბონიმენტის შესაძენად, თუ აქამდე არასდროს გიცდიათ სპორტი. შეგიძლიათ საღამოობით ან შაბათ-კვირას ჩვეულებრივი სეირნობით, გაჭიმვით დაიწყოთ ან იოგას მიმართოთ ონლაინ გაკვეთილების მეშვეობით. ნებისმიერი ყოველდღიური აქტივობა გამოგადგებათ – შეგიძლიათ მაღაზიაში ან სამსახურიდან წამოსვლისას ფეხით გავლა, კიბეებზე ფეხით ასვლა, ძაღლის გასეირნება, უბრალოდ პერიოდულად მაგიდიდან ადგომა, ამოძრავება და დერეფანში გავლაც კი. 

ფიზიკური აქტივობა ხელს შეუწყობს კუნთების ამოძრავებას, გააუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი და ნერვული სისტემების ფუნქციონირებას შედეგად კი, გაზრდის შრომისუნარიანობას და გააუმჯობესებს განწყობას.  

4. იზრუნეთ საკვებზე 

ხშირად დაღლილობას და ზედმეტ გადაღლას ვიტამინების ნაკლებობა იწვევს, რომელთა უმეტესობას ორგანიზმი საკვებთან ერთად იღებს. ამიტომ, სულ მცირე, რაციონში D ვიტამინის შემცველი მეტი საკვების დამატებაა საჭირო – მისი სინთეზი ორგანიზმში ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით ხდება. ვინაიდან შემოდგომაზე მზე იკლებს, D ვიტამინის ნაკლებობის შევსება თევზის (მაგალითად, სკუმბრია, ორაგული, ქაშაყი), ღვიძლის, კვერცხის, რძის და სოკოს დახმარებით შეგიძლიათ.  

რა თქმა უნდა, არ დაგავიწყდეთ სეზონური ბოსტნეული და ხილი, რომელიც ჯერ კიდევ უხვად არის დახლებზე – პომიდორი, კიტრი, გოგრა, ყაბაყი, სოკო, ყურძენი, ბროწეული და მრავალი სხვა. 

5. მიმართეთ ექიმს 

ზოგიერთ შემთხვევაში, დაღლილობა, გაღიზიანება და ცუდი განწყობა შეიძლება იყოს არა ორგანიზმის ზაფხულიდან შემოდგომამდე გადაწყობის ნიშანი, არამედ არადიაგნოსტირებული ან ბოლომდე არ ნამკურნალევი, მათ შორის სერიოზული, დაავადების სიმპტომი. 

ასე რომ, თუ მდგომარეობა უცვლელი რჩება, თუნდაც სრულყოფილი დასვენების ან ცხოვრების რიტმის შეცვლის შემდეგ, ეს სარწმუნო ნიშანია იმისა, რომ სპეციალისტს უნდა მიმართოთ და არა თვითმკურნალობით დაკავდეთ. იგი აუცილებელ დიაგნოსტიკას ჩაატარებს, ზუსტად გამოავლენს დაღლილობის მიზეზს და, საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობას დანიშნავს. გარდა ამისა, შეგიძლიათ დამატებით მიიღოთ სპეციალური პრეპარატები – რომელთა რიცხვს მილდრონატი® 250 მიეკუთვნება. იგი ხელს უწყობს ორგანიზმის შემდეგ სტრუქტურებს: 

  • გულ-სისხლძარღვთა სისტემა. სტრესისა და დაღლილობის დროს გული თავის ზღვარზე იწყებს მუშაობას და ჟანგბადის შედარებითი ნაკლებობა ჩნდება. შემადგენლობაში შემავალი მელდონიუმის წყალობით მილდრონატი® 250-ი ხელს უწყობს უჯრედებში ჟანგბადის მიწოდების გაუმჯობესებას, ხოლო მისი ოპტიმალური მოხმარება მიოკარდიუმის უჯრედების დაზიანების რისკს ამცირებს. 
  • ნერვული სისტემა. მილდრონატი® 250 ასტიმულირებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას და ზრდის მამოძრავებელ აქტივობას და ფიზიკურ ამტანობას. 

პრეპარატი მილდრონატი® 250-ის გამოყენების შემდეგ ორგანიზმი უფრო ამტანი ხდება დატვირთვის მიმართ და უფრო სწრაფად აღადგენს ენერგიას. 

восстанавливает энергию. 

გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას, გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს.