როგორ არ გადავიღალოთ მსხვილ პროექტზე მუშაობისას

ადრე თუ გვიან ყველას ცხოვრებაში დგება დრო, როდესაც შესასრულებელია უზარმაზარი (და, შესაბამისად, შიშის მომგვრელი) პროექტი ან ჩასაბარებელია გამოცდა, რომლისთვისაც სასწრაფოდ უნდა მოემზადოთ. რა თქმა უნდა, იდეალური ადამიანი წინასწარ გამოთვლის, რამდენი დრო დასჭირდება ყოველდღიურად, რომ დადგენილ ვადაში დაასრულოს ყველაფერი, და მკაცრად დაიცავს ამ განრიგს.  

მაგრამ ცხოვრება არც ისე სრულყოფილია, აუცილებლად გამოჩნდება დღე, როდესაც სხვადასხვა გარემოებები შეგვიშლის ხელს, ან დღე, როდესაც ორგანიზმის სისუსტე ჩაგვიშლის დალაგებულ გეგმებს. ასეთი სიტუაციების მინიმიზაციისა და რთულ ამოცანებთან გამკლავების გასაადვილებლად, გამოგონილია დროის მართვის ტექნიკები, რომელთაგან ორს შემდგომ სტატიაში განვიხილავთ.  

Pomodoro 

რა საერთო შეიძლება ჰქონდეს პომიდორს რთულ ამოცანასთან? პირდაპირი ვერანაირად, თუმცა ტექნიკამ თავისი სახელწოდება სამზარეულოს ტაიმერის გამო მიიღო, რომელსაც ამ კენკრის ფორმა აქვს. მისი დახმარებით მეთოდის შემქმნელი გამოცდებისთვის ემზადებოდა. 

რაში მდგომარეობს ტექნიკა? 

  1. უნდა აირჩიოთ ერთი კონკრეტული ამოცანა; 
  1. დააყენოთ ტაიმერი 25 წუთზე, რაც ერთ პომიდორს უდრის; 
  1. მთელი ეს 25 წუთი დაუთმეთ დავალებას ისე რომ, ყურადღება არ გაიფანტოს; 
  1. დროის ამოწურვის შემდეგ ხუთწუთიანი შესვენება გააკეთეთ; 
  1. გაიმეორეთ 2-4 პუნქტები დავალების დასრულებამდე. მაგრამ ოთხი პომიდვრის შემდეგ (100 წუთი), რეკომენდებულია უფრო ხანგრძლივი შესვენება (20-25 წუთი). 

Fresh or fried 

სახელწოდება ითარგმნება როგორც „ნედლი ან შემწვარი“, ხოლო თვით ფრაზა ჩვენს ტვინს ეხება. ტექნიკის თანახმად, როცა თავიდან ვიღვიძებთ, ტვინი ჯერ კიდევ „ნედლია“, არ არის გადატვირთული ამოცანებით, მაგრამ დღის განმავლობაში ნელ-ნელა ივსება და „იბრაწება“. ამიტომ, უნდა განსაზღვროთ პროდუქტიულობის პიკი და ამ დროის მონაკვეთში მოასწროთ ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეების გაკეთება, რაც დღის განმავლობაში უნდა გააკეთოთ. 

როგორ მუშაობს ტექნიკა? 

  1. დღის ბოლოს 15 წუთი უნდა გამოყოთ ხვალინდელი საქმეების სიის შესადგენად; 
  1. სია შემდეგნაირად უნდა გამოიყურებოდეს: დღის პირველ ნახევარში, „Fresh“ ნაწილში, ყველა ის მნიშვნელოვანი დავალება და საქმე უნდა შეიყვანოთ, რომლის გაკეთება რაიმე მიზეზით არ გვიყვარს, რათა გავუმკლავდეთ ამ პუნქტებს, სანამ ძალა გაგვაჩნია. „Fried“ ნაწილში ყველა სხვა საქმე გადადის (მარტივი, არა სასწრაფო და უფრო სასიამოვნო), რადგან ისინი ნაკლებად ტვირთავს ტვინს; 
  1. მთელი მომდევნო დღის განმავლობაში უნდა მიჰყვეთ დაგეგმილ სიას; 
  1. საღამოს შეადგინეთ ახალი, და ასე მუდმივად გაიმეორეთ ციკლი. 

რა უნდა გააკეთო, თუ ძალა აღარ დაგრჩა? 

რა თქმა უნდა, დროის მენეჯმენტი შესანიშნავი მეთოდიკაა, მაგრამ ის არ გვიშველის, თუ დაღლილობა უკვე სრულად დაგვეუფლა. ასეთი მდგომარეობა ორგანიზმის ბუნებრივი დროებითი რეაქციაა ზედმეტ დატვირთვაზე, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაღლა მართლაც დროებითია. ხოლო თუ ადამიანმა საკუთარ თავს გამოჯანმრთელების საშუალება არ მისცა, დაღლილობა შეიძლება თქვენი მუდმივი არასასურველი თანამგზავრი გახდეს და ქრონიკულში, ანუ ასთენიაში გადაიზარდოს. 

უმიზეზო მუდმივი დაღლილობა არის სიგნალი იმისა, რომ ორგანიზმში რაღაც არასწორად მიმდინარეობს. ნუ ეცდებით ამ მდგომარეობის ატანას ან საკუთარი ძალებით მკურნალობას. თუ ხანგრძლივი დასვენების შემდეგ ეს მდგომარეობა არ გაქრა, უნდა მიმართოთ სპეციალისტს.  

ორგანიზმის დამატებითი მხარდაჭერის მიზნით შეგიძლიათ გამოიყენოთ მილდრონატი® 250 მგ, რომელიც ხელს უწყობს შრომისუნარიანობის აღდგენას და ამტანობის გაუმჯობესებას არა მხოლოდ გონებრივი, არამედ ფიზიკური დატვირთვის დროს. პრეპარატი გამოადგება ოფისის მუშაკებს, რომლებიც მუდმივ გადატვირთვასა და დაღლილობას განიცდიან, ან ადამიანებს, რომლებიც აქტიური ცხოვრების წესს ეწევიან და სურთ ვარჯიშის შემდეგ ძალების უფრო სწრაფად აღდგენა. ასევე მათ, ვისაც უბრალოდ სურს გამონახოს დრო ყველაფრისთვის, მათ შორის სამსახურისთვის, ოჯახისთვის და ჰობისთვის. 

პრეპარატ მილდრონატის® მოქმედი ნივთიერება არის მელდონიუმი, რომელიც გაზრდილი დატვირთვის პირობებში აღადგენს უჯრედებში ჟანგბადის მიწოდებასა და მოთხოვნილებას შორის წონასწორობას, ხელს უშლის მათში მიმოცვლის ტოქსიკური პროდუქტების დაგროვებას, იცავს მათ დაზიანებისგან, ახდენს მასტიმულირებელ მოქმედებას ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, ზრდის ორგანიზმის მდგრადობას დატვირთვის მიმართ და ენერგეტიკული რეზერვების სწრაფად აღდგენის უნარს. 

გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას, გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს.