შრომისუნარიანობის აღდგენის საშუალება – მილდრონატი®

2023 წლის 24 ივნისს   სასტუმრო ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისში Global Idea-სა და The FINANCIAL-ის ორგანიზებით, ბიზნესის ოსკარად წოდებული ნომერ პირველი ოქროს ბრენდების რიგით მე -18  დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

ოქროს ბრენდი არის მთავარი  ჯილდო საქართველოში წარმატებული ბიზნეს პროექტებისთვის, რომელსაც ექსპერტები და მომხმარებლები ღიად აძლევენ ხმას.

ოქროს ბრენდის ღირებულება შეუფასებელია. ის ზრდის მომხმარებლის ნდობას, აქცევს მას საერთაშორისო სავაჭრო ნიშნად, რომელსაც წარმატებით იყენებენ როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო ბრენდები.

ოქროს ბრენდების გამოვლენაში  მონაწილეობას ღებულობდნენ  საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესორ-ლექტორები, მენეჯერები, ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალისტები, საკონსულტაციო კომპანიები, სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, დამოუკიდებელი ექსპერტები  ეკონომიკურ საკითხებში.  პარალელურად, გამოკითხვა ჩაატარდა  მომხმარებლებს შორის. ნომერ პირველი ოქროს ბრენდი სწორედ მათ დაასახელეს.

ტიტული ოქროს ბრენდი, ენიჭებათ კომპანიებს 2006 წლიდან. მისი მფლობელები არიან როგორც საქართველოს ასევე საერთაშორისო უმსხვილესი კომპანიები.

წლევანდელ ცერემონიალზე,  ნომინაციაში „შრომისუნარიანობის აღმდგენი საშუალება“  No1 ოქროს ბრენდი,  გამარჯვებული გახდა მილდრონატი.

გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას, გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს.