5 მცდარი წარმოდგენა დაღლილობაზე, რომლებიც დროა დაივიწყოთ

ტიპიური სიტუაცია, რომელსაც შეიძლება წააწყდეს მეგაპოლისის ნებისმიერი მაცხოვრებელი: რამდენიმე დღის წინ თავს მშვენივრად გრძნობდით, მთებთან შეჭიდება შეგეძლოთ, დღეს კი საერთოდ აღარ გაქვთ ძალა, ხოლო შრომისუნარიანობა ნულზე დაეცა. ერთი შეხედვით ეს ნორმალურია – ყველა თანამედროვე ადამიანი ასე თუ ისე იღლება. იმისთვის, რომ ძალები ხელახლა მოიკრიბოთ, უბრალოდ გამოძინებაა საჭირო. 

სინამდვილეში, იმის დაჯერება, რომ დაღლილობა ნორმალურია, ძალიან საზიანოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის. დაღლილობის შესახებ სხვა მითებიც არსებობს, რომლებიც დროა დავივიწყოთ და სერიოზულად მივუდგეთ საკითხს. ჩვენ ისინი ამ სტატიაში შევკრიბეთ. 

მითი №1. დაღლილობა ნორმალურია 

ამ მცდარ წარმოდგენაზე ზემოთ ვისაუბრეთ. ცხადია, თანამედროვე ადამიანის ცხოვრება სავსეა სტრესით, პრობლემებითა და განცდებით. ამიტომ რა გასაკვირია დაღლილობა, თუ მუშაობა, ვარჯიშზე წასვლა, ბავშვთან გაისეირნებდა და სახლის დალაგება - ყველაფერი ერთად გვიწევს? 

რა ხდება სინამდვილეში? გარკვეულწილად, ეს მითი სიმართლეა. დიახ, მძიმე სამუშაო დღის ან ინტენსიური ვარჯიშის შედეგად დაღლილობა ნორმალური პროცესია და მხოლოდ დროებითი რეაქციაა გადამეტებულ ფიზიკურ, ფსიქიკურ ან ინტელექტუალურ სტრესზე. 

მაგრამ თუ საკუთარ თავს აღდგენის საშუალება არ მიეცით, დაღლილობა თქვენი ერთგული თანამგზავრი გახდება კვირების, თვეების ან თუნდაც წლების მანძილზე - ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია სხეულის დახმარებაზე დავფიქრდეთ. 

მითი №2. დაღლილობა მოულოდნელად ჩნდება 

ეს გრძნობა ასე თუ ისე ყველას გამოუცდია, განსაკუთრებით მძიმე დატვირთვის პერიოდებში. მაგალითად, ახალ წლამდე, როდესაც უნდა მოასწრო სამსახურის საქმეები, საჩუქრების ყიდვა, სახლის დალაგება და სალათების მომზადება. და აი, ახალი წლის ღამეც დადგა, საათი 12-ის დადგომას აუწყებს, შენ კი ისე ხარ დაღლილი, რომ დივნიდან ადგომაც კი არ შეგიძლია. 

რა ხდება სინამდვილეში? თუ საქმე ხანმოკლე გადატვირთვასთან არ გვაქვს რთული ამოცანის შესრულების შედეგად, დაღლილობის ნებისმიერ განცდას წინ უძღვის ხანგრძლივი დატვირთვა და ენერგიის ბოლო მარაგის ამოწურვამდე მუშაობა. 

შეგიძლიათ თვეების მანძილზე აკეთოთ რთული სამუშაო პროექტი და ვერ იგრძნოთ, რომ ძალები ამოწურვის ზღვარსაა. სინამდვილეში, დაღლილობა უკვე იწყებს დაგროვებას - უბრალოდ ვერ ამჩნევთ ამას, სანამ სიტუაცია ძალიან არ გაუარესდება. 

მითი №3. დაღლილობა იგრძნობა მხოლოდ ხანგრძლივი დატვირთვის შემდეგ 

გგონიათ, რომ გადატვირთვა მხოლოდ ძალიან რთული და ხანგრძლივი რაღაცის - მაგალითად, დიპლომისთვის მზადების, დასვენების გარეშე მუშაობის ან მთაში ასვლის შედეგია? ხოლო, თუ უბრალოდ ლეპტოპთან ზიხარ ან წიგნს კითხულობ - დაღლა შეუძლებელია? 

რა ხდება სინამდვილეში? გაიხსენეთ, რას გრძნობთ ორსაათიანი საცობის შემდეგ - ალბათ ლიმონივით გაწურული ხართ, მიუხედავად იმისა, რომ არაფერი გაგიკეთებიათ. ამის მიზეზი ფსიქოლოგიური გადატვირთვაა, რომელიც ჯანმრთელობაზე ისევე მოქმედებს, როგორც ფიზიკური.  

დაამატეთ ამას ემოციური გადატვირთვა, სტრესი და გონებრივი აქტივობა - სამუშაო დღის ბოლოს დაღლილობას მაშინაც მიიღებთ, როდესაც რთული (როგორც გგონიათ) არაფერი გაგიკეთებიათ. 

მითი №4. დაღლილობა უხერხულია 

ზოგჯერ უყურებთ მეგობრების გვერდებს სოციალურ ქსელებში ან უსმენთ კოლეგების საუბრებს და ფიქრობთ: „სად პოულობენ ამდენ ძალას სამსახურისთვის, ჰობისთვის, ბავშვებისთვის და მოგზაურობისთვის?“ არც არის გასაკვირი, რომ ზოგჯერ გეუხერხულებათ იმის აღიარება, რომ მეგობრებთან შეხვედრაზე წასვლას სახლში დარჩენა და პიცით ხელში სერიალის ყურება გირჩევნიათ. სხვები როგორღაც ხომ უმკლავდებიან, ესე იგი დაღლილობა და სიზარმაცე - სირცხვილია. 

რა ხდება სინამდვილეში? თუ საკუთარი ორგანიზმის სიგნალების მოსმენის ნაცვლად, მხოლოდ ინტენსიურად დაძაბავთ მას და პაუზის საშუალებას არ მისცემთ, სიტუაცია შესაძლოა გამწვავდეს. 

დიდი ალბათობით, თუ დღეს გამოტოვებთ მეგობრების შეხვედრას, ხვალ გუნებ-განწყობილება მოწესრიგდება და სასიცოცხლო ძალები კვლავ დაგიბრუნდებათ მთელი თავისი მრავალფეროვნებით. ხოლო თუ უგულებელყოფთ განგაშის ზარს, ჩვეულებრივი შეკრებები შეიძლება ბოლო წვეთი გახდეს სხეულის სრული გამოფიტვისთვის. 

მითი №5. დაღლილობა - დაავადება არ არის 

ბევრს ჰგონია, რომ ძალების, შრომისუნარიანობის და ენერგიის დაკარგვა - მხოლოდ დროებითი მოვლენაა. „საკმარისია მხოლოდ გამოძინება, რომ მეორე დღეს თავი უკეთ ვიგრძნო. ეს არ არის დაავადება, რომელიც მკურნალობას საჭიროებს - შემიძლია მოვითმინო იგი“. 

რა ხდება სინამდვილეში? მუდმივი დაღლილობა, რომელიც უმიზეზოდ გამოჩნდა, არის სიგნალი იმისა, რომ ორგანიზმში რაღაც არასწორად მიმდინარეობს. თუ თავს საერთოდ არ მისცემთ მოსვენების საშუალებას, სიტუაცია შეიძლება დამძიმდეს - განვითარდეს ქრონიკული დაღლილობა (ასთენია).  

გადაღლილობისგან განსხვავებით, ასთენია არ არის ფიზიკური ან გონებრივი დატვირთვის შედეგი და არ ქრება სათანადო დასვენების შემდეგაც კი. ზოგიერთ შემთხვევაში, დაღლილობა თვალების გახელისთანავე იგრძნობა. ამავდროულად, ხშირად ქრება შრომისუნარიანობა და მადა, სამაგიეროდ ჩნდება ძილის პრობლემები და ემოციური დარღვევები. 

ზოგ შემთხვევაში ვითარდება აპათია და გულგრილობა, ზოგჯერ აგრესია და გაღიზიანებაც ვლინდება. 

ზოგ შემთხვევაში ასთენია რაიმე სახის დაავადებასთან ერთად ჩნდება. მაგალითად, თუ კვებითი მოწამვლის ან ინფექციის შემთხვევაში ორგანიზმმა ყველა რესურსი გამოჯანმრთელებას მიაშურა და ძალების აღსადგენად აბსოლუტურად აღარაფერი შერჩა. 

ასე რომ, თუ დაღლილობას გრძნობთ, არ უნდა მოითმინოთ - ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია საკუთარი თავის დახმარება. უპირველეს ყოვლისა - დაისვენეთ, მაგალითად, აიღეთ დასვენების დღეები ან თუნდაც შვებულება. უკეთესი იქნება მეტი შესვენება სამსახურში, ეცადეთ საკმარისად დაიძინოთ, სრულყოფილად იკვებოთ და მეტი დრო გაატაროთ სუფთა ჰაერზე. 

თუ ეს ყველაფერი არ გშველით და დაღლილობა არ ქრება, მაშინ, სავარაუდოდ, ორგანიზმს სჭირდება დამატებითი მხარდაჭერა, მაგალითად, ისეთი პრეპარატების სახით, რომლებიც ხელს შეუწყობს უჯრედშიდა ენერგეტიკული პროცესების ოპტიმიზაციას და ძალების აღდგენას. 

მათ მიეკუთვნება მილდრონატი ®250. გაზრდილი დატვირთვის პირობებში პრეპარატი: 

  • აღადგენს ბალანსს უჯრედებში ჟანგბადის მიწოდებასა და მოთხოვნილებას შორის; 
  • აქვს მატონიზირებელი მოქმედება; 
  • ხელს უშლის უჯრედებში მიმოცვლის ტოქსიკური პროდუქტების დაგროვებას, და იცავს მათ დაზიანებისგან; 
  • სწრაფად აღადგენს ენერგეტიკულ რეზერვებს; 
  • ზრდის მოძრაობით აქტივობას და გამძლეობას. 

პრეპარატი აფთიაქში ექიმის დანიშნულების გარეშე გაიცემა. მისი მიღება მოსახერხებელია, რადგან მილდრონატი ® 250 გამოიშვება კაფსულებში:  40 ცალიანი შეფუთვა სრული კურსისთვის. მიღების კურსია 4-6 კვირა, 250 მგ ორი კაფსულა დილით ან დღის პირველ ნახევარში. საჭიროების შემთხვევაში, კურსი შეიძლება გაიმეოროთ 2-3 კვირის შემდეგ. 

გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას, გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს.