პრეპარატის შესახებ
მილდრონატი® - არის მეტაბოლიზმის ორიგინალური კორექტორი მოქმედების ორმაგი მექანიზმით, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პაციენტებისთვის, რომელიც უზრუნველყოფს ორგანოებისა და ქსოვილების მულტიფაქტორულ დაცვას.
- იცავს უჯრედებს იშემიური დაზიანებისგან სტენოკარდიის, გულის ქრონიკული უკმარისობის, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევების მქონე პაციენტებში.
- ზრდის ტოლერანტობას ფიზიკური დატვირთვების მიმართ და აუმჯობესებს კოგნიტურ ფუნქციებს.
მისი უნიკალური მოქმედების მექანიზმის წყალობით, მილდრონატი® ფართოდ გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების კომპლექსური თერაპიის დროს, როგორიცაა გულის იშემიური დაავადება (სტენოკარდია, მიოკარდიუმის ინფარქტი), გულის ქრონიკული უკმარისობა, ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე და ქრონიკული დარღვევები (ინსულტი, ცერებროვასკულური უკმარისობა), აგრეთვე შრომისუნარიანობის აღსადგენად; გონებრივი და ფიზიკური გადაღლილობის დროს.
იშემიის პირობებში, მელდონიუმი აღადგენს წონასწორობას უჯრედებში ჟანგბადის მიწოდების პროცესებსა და მისი მოხმარების პროცესებს შორის, ხელს უშლის ადენოზინტრიფოსფატის (ატფ) ტრანსპორტის დარღვევას;ამავე დროს, ააქტიურებს გლიკოლიზს, რომელიც დამატებითი ჟანგბადის მოხმარების გარეშე მიმდინარეობს. კარნიტინის კონცენტრაციის შემცირების შედეგად, გამა-ბუტირობეტაინის გაძლიერებული სინთეზი ხდება, რომელსაც ვაზოდილატაციური თვისებები აქვს. სამოქმედო მექანიზმი განსაზღვრავს მისი ფარმაკოლოგიური ეფექტების მრავალფეროვნებას: შრომისუნარიანობის გაზრდა, ფსიქიკური და ფიზიკური გადატვირთულობის სიმპტომების შემცირება, ქსოვილისა და ჰუმორული იმუნიტეტის გააქტიურება, კარდიოპროტექტორული მოქმედება.
მილდრონატი®
- ზრდის მიოკარდიუმის კუმშვადობას, ზრდის ტოლერანტობას ფიზიკური დატვირთვის მიმართ, ამცირებს სტენოკარდიის შეტევების სიხშირეს
- აუმჯობესებს ცერებრალური ჰემოდინამიკის და კოგნიტური ფუნქციების მაჩვენებლებს, ამცირებს ასთენიურ სინდრომს
- ზრდის ფიზიკურ და გონებრივ შრომისუნარიანობას
ბმულები:
- ინსტრუქცია პრეპარატი მილდრონატის® გამოყენების შესახებ;
- ვ.ი. ძერვე, ი.ი. კალვინშ. მილდრონატი® კარდიოლოგიაში, კვლევების მიმოხილვა, რიგა 2013;
- ზ.ა. სუსლინა, ტ.ნ. ფიოდოროვი. ცერებროვასკულური ქრონიკული დაავადებები: მილდრონატის კლინიკური და ანტიოქსიდანტური ეფექტურობა. ექიმი. 2007. №4;
- მ.მ. ტანაშიანი, მ.ი. მაქსიმოვა, ა.ა. შაბალინა, პ.ა. ფედინი, რ.ბ. მედვედევი, ტ.ა. ბოლოტოვა. ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევების ქრონიკული ფორმები და ნეიროპროტექცია: მელდონიუმის (მილდრონატი) გამოყენების კლინიკური ეფექტურობა. ს.ს. კორსაკოვის სახ. ნევროლოგიისა და ფსიქიატრიის ჟურნალი, 2020, ტ. 120, №10;
- ვ.ნ. შიშკოვა. იშემიური ინსულტის მეორადი პროფილაქტიკის ეფექტურობის შეფასების ახალი შესაძლებლობები თერაპიულ პრაქტიკაში. Consilium Medicum. 2019; 21 (2).