უბრალო დაღლილობა, გამოფიტვა და ქრონიკული დაღლილობა – როგორ განვასხვავოთ ერთმანეთისგან?

ზოგჯერ ისე ხდება, რომ თითქოსდა ყველაფერი კარგად მიდის, ცხოვრება ჩვეულებრივად მიყვება დინებას: დილით სამსახურში მიდიხართ, საღამოს სახლში ბრუნდებით, შაბათ-კვირას სეირნობთ ან მეგობრებს ხვდებით. შემდეგ თანდათანობით ატყობთ, რომ დღითიდღე, შრომისუნარიანობა თითქოს სადღაც ქრება, ძალები ილევა და საწოლიდან ადგომა უფრო და უფრო რთული ხდება.

ხშირად პირველი, რაც გსურს – სიზარმაცის გამო თავს გაუბრაზდე და  ძალის დატანებით ყველაფერი მაინც გააკეთო. თუმცა, შესაძლებელია, რომ ამ მდგომარეობის მიზეზი დაღლილობა არის, რომელსაც სამი გრადაცია გააჩნია. ქვემოთ განვმარტავთ რა გრადაციებთან გვაქვს საქმე.

გადაღლილობა

გადაღლილობის პირველი სტადიაა, რომლის წინაშე, ასე თუ ისე, ნებისმიერი შეიძლება აღმოჩნდეს. ეს არის ორგანიზმის დროებითი ნორმალური რეაქცია ფიზიკურ, ფსიქიკურ, ინტელექტუალურ გადატვირთვაზე. რამდენიმე დღე ვიმუშავეთ რთულ ანგარიშზე, ინტენსიურად ვივარჯიშეთ სატრენაჟორო დარბაზში, ავრალურ რეჟიმში სესიისთვის მოვემზადეთ და აი – უკვე ვატყობთ და ვგრძნობთ, თუ როგორ გველევა ძალები და დაღლილობა ენაცვლება მათ. უკვე აღარ გსურთ მუშაობა, სწავლა ან ვარჯიში.

მსგავს სიტუაციებში, სიმხნევისა და ენერგიულობის დასაბრუნებლად, არც ისე ბევრი რამ არის საჭირო: გამოძინება ან მოსადუნებელი აქტივობების შესრულება – გასეირნება, ხატვა ან წიგნის წაკითხვა. ჩვეულებრივ, ორი დღის დასვენების შემდეგ, მდგომარეობა უმჯობესდება და კვლავ გიბრუნდებათ ძალები მუშაობისა და შემოქმედებისთვის.

დასკვნა: გადაღლილობა არის დროებითი რეაქცია ნებისმიერ გადატვირთვაზე. მასთან გამკლავება ადვილია მკურნალობის გარეშე საკმარისია დატვირთვის შემცირება და მდგომარეობის დაკვირვება.

გამოფიტვა

თუ აამოქმედებთ პირველ სტადიას და უგულებელყოფთ ორგანიზმის მინიშნებებს, რომლითაც ის შესვენებას ითხოვს და განაგრძობთ გიჟური რიტმით: „სამსახური-ოჯახი-გატაცებები“, – ცხოვრებას, ორგანიზმი შეიძლება გამოფიტოს. ეს არის თავისებური დაღლილობა, რომელიც ასევე ფიზიკურად ვლინდება, მაგალითად, მის გამო, ეცემა შრომისუნარიანობა, გეუფლებათ მუდმივი ძილიანობის განცდა, იკარგება ყურადღების კონცენტრაცია.

მაგრამ გამოფიტვის მთავარი განსხვავება ისაა, რომ ის უფრო ემოციებს ეხება და ვლინდება არა ზედმეტი მუშაობის გამო, არამედ, მეტ წილად, სამსახურში ან სახლში მუდმივი სტრესის გამო.

დავუშვათ, დიდი ხანია მუშაობთ საინტერესო პროექტზე, ასი პროცენტით ბოლომდე იხარჯებით, პრაქტიკულად არ ატარებთ ღამეებს სახლში, ამ დროს ვიღაც სხვას აწინაურებენ და არა თქვენ. ბუნებრივია, ამას წონასწორობიდან გამოჰყავხართ, და ეს სრულიად ნორმალურია. ამასთან, თუ დროულად არ მოაგვარებთ ამ სიტუაციას, ყველა ემოცია და გრძნობა ჩაქრობას იწყებს, საყვარელი საქმე აღარ გსიამოვნებთ, და ჰობისაც კი არ მოაქვს სიამოვნება. სწორედ ამის შემდეგ იწყება ფიზიკური გამოვლინებები.

დასკვნა: გამოფიტვა არის სინდრომი, რომელიც წარმოიქმნება ქრონიკული სტრესის გამო სამსახურში ან სახლში. ძალებისგან დაცლასთან ერთად, ემოციური გამოვლინებებიც ჩნდება დაწყებული ცუდი განწყობით და გაღიზიანებით, დამთავრებული სრული გულგრილობით. ამიტომ, მნიშვნელოვანია ორგანიზმის მინიშნებებზე დროული რეაგირება, როდესაც ის დახმარებას ითხოვს. ასევე შეგიძლიათ მიმართოთ ფსიქოლოგს ის დაგეხმარებათ პრობლემების მიზეზების გაგებაში და სამსახურსა და დასვენებას შორის ბალანსის პოვნაში.

ქრონიკული დაღლილობა

თუ სტრესი და დაძაბულობა თქვენი ერთგული თანამგზავრი ხდება, დაღლილობა გროვდება და ორგანიზმი უბრალოდ ვერ ასწრებს აღდგენას – მას უკვე აღარ ჰყოფნის არც ორი დღე და არც ერთკვირიანი შვებულება. თუ საერთოდ არ დაისვენებთ და განაგრძობთ საკუთარი თავის დატვირთვას ახალი საქმეებითა და საზრუნავით, შეიძლება გამოჩნდეს ასთენია (ქრონიკული დაღლილობა).

გადაღლილობისგან განსხვავებით, ეს არ არის ფიზიკური ან გონებრივი დატვირთვების შედეგი და არ ქრება სრულყოფილი დასვენების შემდეგაც კი. შედეგად, ქრონიკული დაღლილობა იწვევს პროდუქტიულობის შემცირებას – ახლა იმ სამუშაოს შესასრულებლად, რომელიც ადრე ერთ საათს იკავებდა, თითქმის მთელი დღე გეხარჯებათ. ამასთან, ძილთან დაკავშირებული პრობლემები და ემოციური დარღვევები იჩენს თავს.

ზოგჯერ ასთენია რაიმე სახის სხვა დაავადებასთან ერთად ჩნდება. მაგალითად, საკვებით მოწამვლისას, ორგანიზმი ყველანაირ რესურსს გამოჯანმრთელებაზე ხარჯავს, აღსადგენად კი ძალები საერთოდ აღარ რჩება.

გამოდის, რომ შრომისუნარიანობის დაქვეითება, ცუდი განწყობა და ენერგიის გამოლევა შეიძლება იყოს როგორც ბანალური დაღლილობის ან ძილის ნაკლებობის შედეგი, აგრეთვე არადიაგნოსტირებული ან ბოლომდე არგანკურნებული, მათ შორის სერიოზული, დაავადების სიმპტომი.

ამ შემთხვევაში, აუცილებლად უნდა მიმართოთ სპეციალისტს და არ დაკავდეთ თვითმკურნალობით. ექიმი აუცილებელ დიაგნოსტიკას ჩაატარებს, დაადგენს დაღლილობის მიზეზს და, საჭიროების შემთხვევაში, განსაზღვრავს მკურნალობას.

გარდა ამისა, შეგიძლიათ დამატებით მიიღოთ სპეციალური პრეპარატები – მათ მიეკუთვნება მილდრონატი ®250, რომელიც უჯრედშიდა ენერგეტიკული პროცესების ოპტიმიზაციას ახდენს და ხელს უწყობს ორგანიზმის ძალების აღდგენას. ამ ყველაფერთან ერთად, გაზრდილი დატვირთვის პირობებში:

  • აღადგენს თანასწორობას უჯრედებში ჟანგბადის მიწოდებასა და მოთხოვნილებას შორის;
  • ახდენს მატონიზირებელ მოქმედებას;
  • ხელს უშლის უჯრედებში მიმოცვლის ტოქსიკური პროდუქტების დაგროვებას, და იცავს მათ დაზიანებისგან;
  • სწრაფად აღადგენს ენერგეტიკულ რეზერვებს;
  • ასტიმულირებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას;
  • ზრდის მამოძრავებელ აქტივობას და გამძლეობას.

პრეპარატი მილდრონატი ®250-ის გამოყენების შემდეგ, ორგანიზმი უფრო ამტანი ხდება ფიზიკური და გონებრივი დატვირთვების მიმართ.

გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას, გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს.