უბრალო დაღლილობა თუ ასთენია? 

Простая усталость или астения

Რა განსხვავებაა ასთენიასა და უბრალო ფიზიკურ დაღლილობას შორის? 

მძიმე დღის ან რთული საქმის დასრულების შემდეგ დაღლილობა ბუნებრივი და სრულიად ნორმალური მოვლენაა, რადგან ორგანიზმს, ენერგიის დახარჯვის შემდეგ, ძალების აღდგენა სჭირდება. რეგულარული სრულფასოვანი აქტივობის დროს  დაღლილობა დღის მიწურულს - ჩვეულებრივი ნორმაა, ისევე როგორც ნორმაა დასვენებულად და მხნედ გამოღვიძება, ხოლო შვებულების შემდეგ ამაღლებულად და შთაგონებულად თავის გრძნობა. ამასთან, არსებობს აშლილობები, რომლებიც წარმატებით იმალება დაღლილობის ნიღბის უკან, რაც ორგანიზმს ნორმალური აღდგენის საშუალებას არ აძლევს. პირველ ადგილზე კი ასეთ დაავადებათა სიაში ასთენია არის. 

რა არის ასთენია და როგორ ამოვიცნოთ 

ასთენია საკმაოდ მზაკვრული ფსიქოსომატური დაავადებაა, რომელიც ხშირად იჩენს თავს როგორც მუდმივი დაღლილობა და ძალების დაკარგვა. ზოგჯერ ასთენიის გამოვლინებები გრიპის დაწყებას ჰგავს - შეიძლება მოიმატოს ტემპერატურამ, აღინიშნებოდეს სინათლის შიში და მგრძნობელობა მკაცრი ხმების მიმართ, უსაფუძვლო ძილიანობა და მადის დაკარგვა. თუმცა, ვირუსული ინფექციისგან განსხვავებით, სიმპტომები უფრო დიდხანს გრძელდება, წოლითი რეჟიმი კი არაფერს შველის. 

ასთენიას შეიძლება ახლდეს მომატებული შფოთვა, აჩქარებული გულის ცემა, დაღლილობა ხანმოკლე ზომიერი აქტივობის შემდეგაც კი, ქოშინი ნებისმიერი აქტიური საქმიანობის შემდეგ, თავბრუსხვევა. საინტერესოა, რომ ჩვეულებრივი ანალიზები და თერაპევტისა და კარდიოლოგის გამოკვლევები დაადასტურებს, რომ ადამიანი ჯანმრთელია და არსებული შემაწუხებელი მდგომარეობისთვის ფიზიოლოგიური საფუძველი არ არსებობს. 

ასთენიის უმთავრესი ნიშანი, რომელიც გვეხმარება განვასხვაოთ დაავადება ჩვეულებრივი დაღლილობისგან ან ინფექციისგან, არის ის, რომ ასთენიის შემთხვევაში დასვენებას შვება არ მოაქვს. იკარგება ინტერესი საყვარელი საქმიანობისადმი, ქრება გადაადგილების, სწავლის, მუშაობის, კომუნიკაციის სურვილი. ხშირად ასთენიას თან ახლავს დეპრესია და, შესაბამისად, მას კომპლექსური მეთოდებით მკურნალობენ: მედიკამენტოზურ თერაპიას ფსიქოთერაპიის თანხლებით იყენებენ, ზოგიერთ შემთხვევაში ნაჩვენებია ჰოსპიტალიზაცია. 

უბრალოდ მუდმივი დაღლილობა 

ასთენიისგან განსხვავებით, რომელიც დაავადებაა და სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობას საჭიროებს, ჩვეულებრივი დაღლილობა  დასვენებით იკურნება. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, მხოლოდ ძილი საკმარისი არ არის. ასეთი სიტუაციები ხშირად ჩნდება: 

• არანორმირებული სამუშაო გრაფიკის დროს; 

• მუდმივი სტრესის პირობებში მუშაობისას; 

• ცვლაში მუშაობის დროს, განსაკუთრებით 1/3 და 12/48, როცა ძილისა და სიფხიზლის რეჟიმი ირღვევა; 

• ძალიან მაღალი დატვირთვისას, მაგალითად, როდესაც სამუშაოს ემატება საღამოს დასწრებულ განყოფილებაზე სწავლა, ან ბავშვებთან კომუნიკაციის საჭიროება და ოჯახის მომსახურება; 

• შვებულებისა და დასვენების დღეების გარეშე გრძელვადიანი მუშაობის დროს; 

• არასწორი კვების დროს. 

ასეთ სიტუაციებში, ასთენია, როგორც ასეთი, ჯერ არ არის, მაგრამ მუდმივი დაღლილობა და დასვენების ნაკლებობა პირობებს უქმნის მის განვითარებას. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია მუდმივ დაღლილობასთან ბრძოლა, რათა თავიდან ავიცილოთ დაავადების გაჩენა. 

დასვენების ორგანიზება დახმარებას გაგიწევთ 

დაღლილობის მოსახსნელად ადამიანს სჭირდება მარტივი, მაგრამ გარანტირებული ხელმისაწვდომი რამ: ძილი, ხარისხიანი საკვები, იმის კეთების შესაძლებლობა, რაც სურს, იმის უფლება, რომ გარკვეული დროის განმავლობაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება არ მოუწიოს, პასუხისმგებლობის ნაწილის დელეგირების პირობები. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, მას სჭირდება: 

  • ძილის რეჟიმის გათანაბრება; 
  • კვების რეჟიმის მოწესრიგება და რაციონის დაბალანსება; 
  • ოჯახის ყველა წევრს შორის საოჯახო საქმეებზე პასუხისმგებლობის გადანაწილება; 
  • დროის გამოყოფა საკუთარი საქმეებისთვის, რომელიც არ არის დაკავშირებული სამსახურთან და ოჯახთან; 
  • რეგულარულად შვებულების მოწყობა და ნამდვილი დასვენება, და არა მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება. 

ცხოვრების რეჟიმის რეორგანიზაციისა და დატვირთვისა და დასვენების ადეკვატურ განაწილებაზე გადასვლის პერიოდში, უნდა იზრუნოთ ნერვული და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობაზე. კარგი იქნება სპეციალიზებული მედიკამენტების მიღება, რომლებიც სპეციალურად ასეთი სიტუაციებისთვის არის შექმნილი. 

საკუთარი ორგანიზმისა და მისი რესურსებისადმი სწორი დამოკიდებულება ქმნის პირობებს, რომლებშიც დაღლილობა პროდუქტიული მუშაობის კანონზომიერი შედეგია, ხოლო ძალების მოზღვავება - ბუნებრივი სტიმულია ამოცანის დასაწყებად. ასთენიის მქონე პაციენტებში აქტივობისა და რელაქსაციის ჰარმონიული თანაფარდობის მიღწევას ზოგჯერ მრავალი წელი სჭირდება. მათთვის კი, ვინც უბრალოდ ძალიან დაღლილია, რამდენიმე კვირა საკმარისია მუშაობისა და დასვენების სრულიად ჯანსაღი რიტმის ასაწყობად. 

გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას, გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს.