სტუდენტური ყოველდღიურობა. გავზარდოთ აკადემიური მოსწრება

ჯანსაღი ძილი - თქვენი მთავარი პრიორიტეტია 

გამოცდის წინა ღამეს ყველაფრის სწავლის ჩვევა; გართობის სურვილი იმ დროს, როდესაც ხვალ, 8:00 საათზე სასწავლებელში უნდა იყოთ - ყველა დროის სტუდენტს უჭირდა სრულფასოვანი ძილისთვის დროის გამონახვა. ამ ყველაფერს მოჰყვება მიმოფანტული ყურადღება, ახალი ინფორმაციის აუთვისებლობა და, შედეგად, - დაბალი აკადემიური მოსწრება სასწავლო დისციპლინებში. 

როგორ გამოვნახოთ დრო 8-საათიანი ძილისთვის? მკაფიოდ განსაზღვრეთ თქვენი დრო სამუშაო დღეებში: 8 საათი ძილისთვის, დანარჩენი 8 - სწავლისთვის, ხოლო დარჩენილი 8 - დასვენებისა და საქმეებისთვის. დაიმახსოვრეთ, რომ ძილისთვის გამოყოფილი საათების სხვა რამისთვის „მოპარვა“ დაუშვებელია. 

უთხარი „უარი“ გაჯეტებზე დამოკიდებულებას 

დღევანდელ სტუდენტებს - Y თაობის წარმომადგენლებს - ვერ წარმოუდგენიათ თავიანთი ცხოვრება გაჯეტებისა და ინტერნეტის გარეშე. ეს არის ერთგვარი საყრდენი, რომელიც ყოველთვის ხელთ არის. არ არის საჭირო ახალი ინფორმაციის დამახსოვრება - Google ყველაფერს გიკარნახებთ. 

როგორ მოვიქცეთ? აიღეთ ბიბლიოთეკაში ქაღალდის სახელმძღვანელოები და მიენდეთ მხოლოდ საკუთარ ცოდნას. ასევე - დაწერეთ შპარგალკები. არ ჩამოტვირთოთ მზა, არამედ დაწერეთ ხელით. მინიშნებების შედგენისას მთავარი აზრის გამოტანას სწავლობთ, წერისას კი - აუცილებლად დაიმახსოვრებთ დაწერილს. შპარგალკების გამოყენება კი გამოცდებზე - აუცილებელი არ არის. რატომ? თქვენ უკვე ყველაფერი ისწავლეთ. 

დაკავდით სპორტით  

ფიზიკური დატვირთვა - კარგი საშუალებაა ტვინის დასასვენებლად. როცა ხედავთ, რომ არ გახსოვთ ის, რაც ზეპირად იცოდით 5 წუთის წინ - მოაწყვეთ 10-15 წუთიანი სირბილი. ან უბრალოდ გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე სპორტული სვლით.  

პარკინსონის პირველი კანონი 

პარკინსონის პირველ კანონში ნათქვამია, რომ სამუშაოს მთლიანი მოცულობა ყოველთვის იზრდება, რათა შეავსოს სამუშაოსთვის გამოყოფილი მთელი დრო. სტუდენტები დიდი მონდომებით იცავენ ამ პრინციპს. მაგალითად, თუ სტუდენტმა იცის, რომ ერთი თვე აქვს დიპლომის დასაწერად, მაშინ წერის მთელი პროცესისთვის მას ერთი თვე დასჭირდება, ანუ ამოცანაზე კონცენტრირების ნაცვლად, ახალგაზრდები უაზროდ დაკარგავენ დროს. 

როგორ მოვიქცეთ? გაიხსენეთ, რას გეუბნებოდნენ ბავშვობაში მშობლები: „თუ წვნიანს არ შეჭამ - შოკოლადს არ მიიღებ“; „დაალაგე ოთახი - მერე წადი ფეხბურთის სათამაშოდ“. 

ბრაზდებოდით, მაგრამ აკეთებდით იმას, რასაც გეუბნებოდნენ. 

ახლა თქვენ თავად უნდა იპოვოთ სტიმული. დაჰპირდით საკუთარ თავს, რომ თუ სასწავლო დავალებას სწრაფად და ხარისხიანად შეასრულებთ, შემდეგ გააკეთებთ იმას, რაც ძალიან გიყვართ. 

თუ ვერაფერი გშველით - მიმართეთ დახმარება 

თუ მთელი ძალისხმევის მიუხედავად მაინც ვერ ახერხებთ სწავლაზე კონცენტრირებას, შესაძლოა თქვენ ფსიქო-ემოციური გადატვირთვა გქონდეთ. ეს ხშირად ხდება სესიის დროს. ამ შემთხვევაში, სპეციალისტს უნდა მიმართოთ, რომელიც ისეთ სამკურნალწამლო პრეპარატს დაგინიშნავთ, რომელიც საშუალებას მოგცემთ გაუმკლავდეთ ფსიქიკურ გადატვირთვას. 

ზემოთ მოყვანილი რჩევები დაგეხმარებათ უფრო ეფექტურად გაუმკლავდეთ საგანმანათლებლო ამოცანებს და ამავდროულად შეინარჩუნოთ ორგანიზმი ტონუსში. 

გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას, გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს.