მოგიყვებით, თუ რაარისასთენიაინფექციურიდაავადებების დროს

თითქოსდა, ვირუსული ინფექციის დროს ყველაფერზე უარესია მაღალი სიცხე, ხველა, სურდო და კუნთების ტეხა. და თუ ეს სიმპტომები მოიხსნება, ორგანიზმი გამოჯანმრთელდება.

მაგრამ ზოგჯერ თვით ვირუსულ ინფექციას (მაგალითად, გრიპი, მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექცია ან კორონავირუსი) და გამოჯანმრთელების პერიოდს თან ახლავს სისუსტე, უქეიფობა და ძალ-ღონის გამოლევა. ამ მდგომარეობას პოსტინფექციურ ასთენიას უწოდებენ.

1. რა არის ასთენია?

საერთოდ, ასთენია ჩვეულებრივი გაგებით არა დაავადება, არამედ მდგომარეობაა. ასთენიის დროს ადამიანი გრძნობს მუდმივ დაღლილობას და ძალ-ღონის გამოლევას, კარგავს ყურადღებას, კონცენტრაციას და მეხსიერებას.

ამასთან, „გადაწვისგან“ ან ჩვეულებრივი დაღლილობისგან განსხვავებით, ადამიანი დასვენების შემდეგაც არ გრძნობს თავს უკეთესად.

ასთენიის მქონე ადამიანი გაღიზიანებული და უხალისო ხდება, გამოძინება უჭირს.

2. რა მიზეზით შეიძლება წარმოიშვას?

საერთოდ, ასთენია წარმოიქმნება ორგანიზმის ძლიერი გადატვირთვის გამო – მაგალითად, არაჯანსაღი ცხოვრების წესი, მუდმივი სტრესი და არაჯანსაღი მავნე საკვები, ან რეგულარული გადაღლა და შვებულების გარეშე განუწყვეტლივ მუშაობა.

ასევე, ასთენია მრავალ დაავადებას ახლავს თან – მოწამვლიდან და კუჭ-ნაწლავის დაავადებებით დაწყებული ინფექციური და ვირუსული დაავადებებით დამთავრებული, როგორიცაა მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექცია, გრიპი, ჰეპატიტი ან კორონავირუსი.

3. რა იწვევს ასთენიას ვირუსული და ინფექციური დაავადებების დროს და მათ შემდეგ?

მოგიყვებით მხოლოდ რამდენიმე მიზეზზე.

ზოგადი დაუძლურება. ვირუსებთან ბრძოლაში ორგანიზმი მნიშვნელოვან დანაკარგებს განიცდის – იმუნიტეტის დაქვეითებით და მიკროელემენტების დეფიციტით დაწყებული მრავალი ორგანოსა და სისტემის ფუნქციების დარღვევით დამთავრებული.

  • ორგანიზმის ინტოქსიკაცია. ვირუსები გამოყოფენ ტოქსინებს, რომლებმაც შეიძლება დააზიანოს მთელი ორგანიზმი და, კერძოდ, ნერვული სისტემა. გამოჯანმრთელების შემდეგ კი ტოქსინები აგრძელებენ ტვინზე ზემოქმედებას, სწორედ ეს იწვევს სისუსტეს, თავის ტკივილს და ასთენიის სხვა ნიშნებს.
  • წამლების მიღების გვერდითი ეფექტი. ზოგიერთმა პრეპარატებმა შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს სისხლძარღვთა სისტემაზე, თირკმელებზე, ღვიძლზე და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვა ორგანოებზე.
  • „ბოლომდე არ განკურნებული დაავადება“. ორგანიზმზე დატვირთვა იზრდება, თუ ადამიანი ბოლომდე არ განიკურნა და მცირედი გაუმჯობესებისთანავე სამსახურში ან სასწავლებელში წავიდა.

ამ მიზეზებს დაუმატეთ სტრესი, არაჯანსაღი ცხოვრების წესი ფასტ-ფუდის სიჭარბითა და ფიზიკური აქტივობების ნაკლებობით – შედეგად, მიიღებთ ორგანიზმის საციცოცხლო ძალების გამოფიტვას. ყოველივე ეს იწვევს პოსტინფექციურ ასთენიას.

შედეგად, ასთენიის გამო, ადამიანის იმუნიტეტი ვერ აღდგება და არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ მას კვლავ დაემართება ვირუსული ინფექცია (როგორც ნებისმიერი სხვა დაავადება).

4. რა სიმპტომები ახასიათებს ასთენიას ვირუსული ინფექციების დროს?

ზოგადად, ისინი იგივეა, რაც ორგანიზმის გამოფიტვის დროს ნებისმიერი სხვა მიზეზით:

  • დაღლილობა. კლებულობს პროდუქტიულობა – სამუშაოს შესრულებას, რომელსაც ადრე ერთი საათი სჭირდებოდა, თითქმის მთელი დღე უნდებით. ამასთან, დაღლილობა არ ქრება ხანგრძლივი დასვენების შემდეგაც კი.
  • ნერვული დარღვევები. ასთენიის მქონე პაციენტები გაფანტული და მოდუნებული ხდებიან, მეხსიერება უარესდება და ყურადღება სუსტდება.
  • ემოციური დარღვევები. მათ მიეკუთვნება, მაგალითად, განწყობილების უეცარი ცვალებადობა – დაწყებული აგრესიით და ბრაზით დამთავრებული შფოთვით, აპათიით და არასრულფასოვნების გრძნობით.
  • ძილის დარღვევა. ეს შეიძლება იყოს როგორც ღამით ხშირი გამოღვიძება, რთულად ჩაძინება და უძილობა, ასევე ხანგრძლივი ძილი, რომლის შემდეგაც ადამიანს კვლავ ძილი სურს.
  • ფიზიკური გამოვლინებები. მათ მიეკუთვნება მადის დაქვეითება, ჭარბი ოფლიანობა, წნევის მკვეთრი ნახტომები, თავის ტკივილი და კოორდინაციის დაკარგვა.

ზოგჯერ ასთენიის გამოვლინება ვირუსული ინფექციის დაწყებას ჰგავს – შეიძლება შეინიშნებოდეს სხეულის ტემპერატურის მატება, გაჩნდეს სინათლის შიში და მგრძნობელობა მკვეთრი ბგერების მიმართ, უარესდება მადა.

5. როგორ გამოვჯანმრთელდეთ ასთენიისგან?

საერთოდ, დაღლილობა და ძალ-ღონის გამოცლა ავადმყოფობის დროს (და გარკვეული პერიოდი ავადმყოფობის შემდგომ) ჩვეულებრივი მოვლენაა, რომელიც ქრება ორგანიზმის გამოჯანმრთელებასა და აღდგენასთან ერთად.

მაგრამ თუ ეს მდგომარეობა საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში (რამდენიმე თვე ან მეტი) გრძელდება და არ ქრება, საჭიროა განგაშის ატეხვა. უპირველეს ყოვლისა, არ უნდა ვიფიქროთ, რომ ეს ბანალური დაღლილობაა, რომელიც გაივლის, ან, მით უმეტეს, რომ ეს სიზარმაცის გამოვლინებაა, რომელიც უნდა აღმოიფხვრას.

რა თქმა უნდა, თვითმკურნალობას არ უნდა მივმართოთ. მდგომარეობის შესამოწმებლად რაც შეიძლება მალე უნდა მიმართოთ ექიმს და გაიაროთ გამოკვლევა, რომელიც დაადგენს ორგანიზმის მდგომარეობის მიზეზს.

გარდა ამისა, იმისთვის, რომ ვირუსული ინფექციის შემდეგ ორგანიზმი უფრო სწრაფად გამოჯანმრთელდეს, შეიძლება მუშაობისა და დასვენების რეჟიმის ორგანიზება – მაგალითად, თავი ნაკლებად უნდა დატვირთოთ სამსახურით და მეტი ისეირნოთ. ასევე მნიშვნელოვანია სწორი კვება, ზომიერი დატვირთვა (ვარჯიში, გაჭიმვა ან იოგა) და იმუნიტეტის გაძლიერება.

მნიშვნელოვანია ორგანიზმში წყლის ბალანსის შენარჩუნება და ბევრი სითხის დალევა, რომელსაც ტოქსინები გამოჰყავს ორგანიზმიდან.

ორგანიზმის დასახმარებლად შეგიძლიათ დაიწყოთ ვიტამინების ან სპეციალური პრეპარატების მიღება, როგორიცაა, მაგალითად, ის ვიტამინები და პრეპარატები, რომლებიც:

  • იცავს გულ-სისხლძარღვთა სისტემას. პოსტინფექციური ასთენიის დროს გული იწყებს ზღვარზე მუშაობას და ამის გამო ჟანგბადის ნაკლებობა ჩნდება. შემადგენლობაში შემავალი მელდონიუმის წყალობით, მილდრონატი® 250 მგ აღადგენს წონასწორობას უჯრედებში ჟანგბადის მიწოდებასა და მოთხოვნილებას შორის, აღმოფხვრის უჯრედებში ტოქსიკური მიმოცვლის პროდუქტების დაგროვებას, და იცავს მათ დაზიანებისგან.
  • ასტიმულირებს ნერვულ სისტემას. მილდრონატი® 250 მგ ასტიმულირებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას და ზრდის მამოძრავებელ აქტივობას და ფიზიკურ გამძლეობას.
  • ხელს უწყობს იმუნური სისტემის აღდგენას და ამცირებს გართულებების განვითარების რისკს.
  • კარგად გადაიტანება და შეთავსებადია სხვა თერაპიასთან.

ამ თვისებების წყალობით მილდრონატი® 250 მგ ასევე გამოიყენება ფიზიკური და გონებრივი შრომისუნარიანობის ასამაღლებლად.

გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას, გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს.