გონებრივი შრომისუნარიანობისა და გონებრივი შრომის პროდუქტიულობის გაზრდა 

Повышение умственной работоспособности и продуктивности умственного труда

მიჩვიე თავი გონებრივ დატვირთვას 

ამის გაკეთების საუკეთესო გზა - სრულიად ახალი ჰობის პოვნა არის. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სწავლობდით? პროგრამირება დაიწყეთ. ტექნიკური მიმართულების სპეციალისტი ხართ? ლექსები დაწერეთ ან სოციალური პროექტის რეალიზება სცადეთ. როდესაც რაღაც ახალს ვითვისებთ, ჩვენი გონებრივი შესაძლებლობები გააქტიურებას იწყებს. 

მოწყეთ ტვინს „ვარჯიში 

გინდ რიგში დგახართ, გინდ სამსახურში მიემგზავრებით – გაამრავლეთ და გაყავით გონებაში მრავალნიშნა რიცხვები. იპოვეთ ინტერნეტში ამოცანები სერიიდან „მიშას ხუთი ვაშლი ჰქონდა...“ და ამოხსენით ისინი. თანდათან გადადით უფრო რთულ დავალებებზე. მთავარია, წესად შემოიღეთ – ყოველდღე „გონებისთვის ხუთწუთიანი ვარჯიშის“ მოწყობა. 

მოახდინეთ ინფორმაციის გამარტივება და ვიზუალიზაცია 

წარმოიდგინეთ რთული ინფორმაცია მარტივი სახით. დაწერეთ გეგმა ან შეადგინეთ აზრთა რუკა (mind map). აზრთა რუკა საშუალებას მოგცემთ თვალსაჩინოდ წარმოიდგინოთ იდეები და ამოცანები, შესაბამისად, უფრო ადვილად დაიმახსოვროთ ისინი. 

ცადეთ ამოცანები გამრავალფეროვნებას 

თუ ყოველდღიურად მხოლოდ რუტინული დავალებების კეთება გიწევთ, ტვინი პასიურობას ეჩვევა. დავალებების შესრულება სუფთა მექანიკურად ხდება და  არანაირ აქტიურ გონებრივ მუშაობას არ მოითხოვს. შედეგად, იმ მომენტში, როდესაც შემოქმედებითი გადაწყვეტილების პოვნა დაგჭირდებათ, ახალ პრობლემაში გარკვევა და ა.შ. – სწრაფად და ხარისხიანად ვერ გაართმევთ თავს ამოცანას. უკვე მიჩვეული ხართ მოცემული სქემის მიხედვით მუშაობას და ნებისმიერი გადახრა მისგან სტრესის ტოლფასია. 

როგორ ავიცილოთ ეს თავიდან? მთელი ენერგია ამოცანების გამრავალფეროვნებას მიაშურეთ. თუ პროფესიული საქმიანობა ამის გაკეთების საშუალებას არ იძლევა, აქტიურად ეძიეთ ვარიანტები ყოველდღიურ ცხოვრებაში. მოიფიქრეთ ოჯახური დღესასწაულის კონცეფცია. დაეხმარეთ ბავშვებს ან მეგობრებს სწავლაში. საამისოდ უამრავი ვარიანტი არსებობს. 

ზეიგარნიკის ეფექტი 

ეს არის ფსიქოლოგიური ეფექტი, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანს ბოლომდე მიყვანილ საქმეებზე უკეთ დაუმთავრებელი საქმეები ამახსოვრდება. ეს ეფექტი ნათლად გვიჩვენებს ერთდროულად რამდენიმე ამოცანის შესრულების წარუმატებლობას: ერთი დავალებიდან მეორეზე გადართვისას, თქვენ ვერ ახდენთ კონცენტრირებას ახალ ამოცანაზე, რადგან ვერ წყვეტთ ფიქრს წინა ამოცანაზე. აქედან გამომდინარეობს დასკვნა: ყოველთვის მოახდინეთ კონცენტრაცია ერთ დავალებაზე და მხოლოდ ამის შემდეგ გადადით მეორეზე. 

საკვები ტვინისთვის 

ისპანახი მდიდარია რკინით. შვრიის ფაფა E ვიტამინს შეიცავს. თხილი ოდითგანვე ნოყიერ პროდუქტად ითვლებოდა, რომელიც ტვინის მუშაობას ააქტიურებს. ასევე შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენთვის შესაფერისი მედიკამენტები, მაგალითად, პრეპარატი „მილდრონატი® 250 მგ კაფსულებში“ აუმჯობესებს მეხსიერებას, აჩქარებს აზროვნების პროცესებს და დადებითად მოქმედებს თქვენს შრომისუნარიანობაზე. 

ყოველთვის დაუთმეთ დრო დასვენებას 

მნიშვნელოვანია დღის განმავლობაში მოკლე შესვენებების მოწყობა. ასე საქმეს განახლებული ძალებით დაუბრუნდებით. არ დაგავიწყდეთ უფრო ხანგრძლივი (20-30 წუთი) დასვენების აუცილებლობაც, რომლის მოწყობა მნიშვნელოვანი დავალების დასრულების შემდეგ არის რეკომენდებული. 

ვიღაცას სეირნობა ეხმარება დასვენებაში, ვიღაცას - მედიტაცია, ვიღაცას კი მცირეოდენი ძილი ურჩევნია. მხოლოდ თქვენ იცით, რა არის თქვენთვის უკეთესი. 

გისურვებთ ნაყოფიერ მუშაობას! 

გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას, გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს.