პოსტინფექციური ასთენიური სინდრომი. რა უნდა იცოდეთ ამის შესახებ და როგორ დავეხმაროთ ორგანიზმს?

ვირუსულ ინფექციებზე და ორგანიზმზე მათი ზემოქმედების შესახებ ძალიან ბევრს საუბრობენ. ამასთან, ერთ-ერთი ყველაზე ხშირი გართულება დაკავშირებულია არა მხოლოდ ფიზიკურ მდგომარეობასთან, არამედ ემოციურთან.

საუბარია პოსტინფექციურ ასთენიაზე, რომელსაც თან ახლავს დაღლილობა, სისუსტე და ენერგიის გამოლევა. უფრო მეტიც, ეს მდგომარეობა სხვადასხვა ინფექციური დაავადებისგან (მაგალითად, გრიპი, მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექცია ან კორონავირუსი) გამოჯანმრთელებულთა 75%-ში გვხვდება.

ასთენია არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი გრძნობს მუდმივ დაღლილობას და ძალების დაკარგვას, კარგავს ყურადღებას, კონცენტრაციას და მეხსიერებას. თანაც, ჩვეულებრივი დაღლილობისგან ან „გადაწვისგან“ განსხვავებით, ასთენია –პათოლოგიაა. ის არ ქრება დასვენების ან ხანგრძლივი შვებულების შემდეგ.

პოსტინფექციური ასთენიის ძირითადი მიზეზები

ჩვეულებრივი ასთენია ხშირად ვლინდება ხანგრძლივი სტრესის საპასუხოდ. თუ, მაგალითად, დიდი ხნის განმავლობაში ერთდროულად ზღვარზე მუშაობას, სპორტულ დარბაზს, სახლის საქმეებს და სწავლას შეათავსებთ, შეიძლება დაღლილობა დაგროვდეს. თუ, ამავდროულად, ადამიანს არ გააჩნია გამოჯანმრთელების რესურსი (ანუ ის შვებულებაში არ გადის და შაბათ-კვირაც მუშაობს), „გადაწვა“ იწყება და ასთენია იჩენს თავს.

ამასთან, ეს მდგომარეობა ზოგჯერ ხდება ზოგიერთი დაავადების საპასუხოდ. მაგალითად, პოსტინფექციური ასთენია გამოწვეულია ძირითადად არა ფსიქო-ემოციური, არამედ ორგანული ფაქტორებით. ვირუსი (მაგალითად, გრიპი, მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექცია ან COVID-19) გავლენას ახდენს ნერვულ სისტემაზე – მათ შორის თავის ტვინის ლიმბურ სისტემაზე.

სწორედ ის არის პასუხისმგებელი ემოციურ მდგომარეობასა და ენერგიის მარაგებზე. თანაც, ასეთი ასთენია ჩნდება იმ პაციენტებშიც, რომლებმაც დაავადება „მსუბუქი ფორმით“ გადაიტანეს.

შედეგად ადამიანს უჭირს ყურადღების მოკრება, ის მუდმივად გრძნობს დაღლილობას, ვერ იძინებს და ჩვეულ საქმეებს ვერ აკეთებს.

პოსტინფექციურ ასთენიას სხვა მიზეზებიც აქვს:

  • ჰიპოქსია. თუ ადამიანს მუდმივად უწევს ოთხ კედელში ჯდომა (მაგალითად, დისტანციური სამსახურის გამო), მას შეიძლება სუფთა ჰაერი და ჟანგბადი მოაკლდეს. ეს ნიშნავს, რომ სხეულის უჯრედებიც არ მიიღებენ საკმარის კვებას. ამ ყველაფერმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს შრომისუნარიანობის დაქვეითება და ასთენიის გამწვავება.
  • წამლების მიღების გვერდითი ეფექტი. ზოგიერთ პრეპარატს შეუძლია ცუდი გავლენა მოახდინოს სისხლის სისტემაზე, თირკმელებზე, ღვიძლზე და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვა ორგანოებზე.
  • „ბოლომდე არ განკურნებული  დაავადება“. ორგანიზმზე დატვირთვა იზრდება, თუ ადამიანი სრულად არ განიკურნა და მცირედი გაუმჯობესებისთანავე სამსახურში ან სასწავლებელში მიდის.

ხშირი სიმპტომები და გამოვლინებები

ზოგიერთ სიმპტომზე უკვე ვისაუბრეთ, მაგრამ ზოგადად, პოსტინფექციურ ასთენიას თან ახლავს:

  • ძილის დარღვევა – ღამით ხშირი გაღვიძება და უძილობა, ხანგრძლივი ძილის მონაცვლეობით, რომელიც მაინც არ აღადგენს ძალებს;
  • ფიზიკური გამოვლინებები – მათ შორისაა მადის დაკარგვა, ჭარბი ოფლიანობა, წნევის მკვეთრი ნახტომები, კუნთებისა და თავის ტკივილი, კოორდინაციის დაკარგვა;
  • განწყობის ცვალებადობა – აგრესიასა და ბრაზიდან დაწყებული შფოთვით, აპათიით და არასრულფასოვნების განცდებით დამთავრებული;
  • ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება, მეხსიერების გაუარესება, მოტივაციის დაქვეითება.

ასთენიის კიდევ ორი ​​გამოვლინება არსებობს – თერმორეგულაციის დარღვევა და ვეგეტატიური დისფუნქცია. მათ გამო, ტემპერატურა შეიძლება ოდნავ მოიმატოს ან შემცირდეს, გაიზარდოს მგრძნობელობა კაშკაშა სინათლისა და მკვეთრი ბგერების მიმართ.

როგორ დავეხმაროთ ორგანიზმს ასთენიისგან გამოჯანმრთელებაში

დაღლილობა ავადმყოფობის დროს და ავადმყოფობის შემდეგ – ჩვეულებრივი მოვლენაა. ის გაივლის ორგანიზმის გამოჯანმრთელებასა და აღდგენასთან ერთად.

თუმცა თუ ის საკმაოდ დიდ ხანს გრძელდება და არ ქრება, მნიშვნელოვანია ორგანიზმის დახმარება. პოსტინფექციური ასთენიური სინდრომი ყურადღებას მოითხოვს, ამიტომ არ მივიჩნიოთ ეს ბანალურ დაღლილობად ან სიზარმაცის გამოვლინებად.

უპირველეს ყოვლისა, საჭიროა ექიმთან კონსულტაციებისა და გამოკვლევების გავლა, რაც დაგეხმარებათ ამ მდგომარეობის ზუსტი მიზეზის დადგენაში.

გარდა ამისა, იმისთვის, რომ ორგანიზმი უფრო სწრაფად გამოჯანმრთელდეს ვირუსული ინფექციის შემდეგ, შესაძლებელია მუშაობისა და დასვენების რეჟიმის ორგანიზება, მაგალითად:

  • შეარჩიეთ ზომიერი ფიზიკური დატვირთვები (ვარჯიში, გაჭიმვა ან იოგა);
  • შეეცადეთ შეამციროთ სტრესი – ნაკლები იმუშავეთ, მეტი დაისვენეთ;
  • დაიწყეთ სწორი კვება და შეინარჩუნეთ წყლის ბალანსი, რათა ორგანიზმმა საჭირო სასარგებლო ნივთიერებები მიიღოს.

ორგანიზმის დასახმარებლად შეგიძლიათ დაიწყოთ ვიტამინების ან სპეციალური პრეპარატების მიღება, როგორიცაა მილდრონატი® 250 მგ. ის იცავს გულ-სისხლძარღვთა სისტემას, რომელსაც ვირუსული ინფექციის გამო ზღვარზე მუშაობა უწევს.

მილდრონატის® 250 მგ მოქმედი ნივთიერებაა – მელდონიუმი. ის აღადგენს წონასწორობას უჯრედებში ჟანგბადის მიწოდებასა და მოთხოვნილებას შორის, აღმოფხვრის უჯრედებში მიმოცვლის ტოქსიკური პროდუქტების დაგროვებას, იცავს მათ დაზიანებისგან.

მილდრონატი® 250 მგ ასტიმულირებს ნერვულ სისტემას და ზრდის მამოძრავებელ და გონებრივ აქტივობას, ფიზიკურ გამძლეობას.

გარდა ამისა, მილდრონატი® 250 მგ ხელს უწყობს იმუნური სისტემის აღდგენაში, გართულებების განვითარების რისკის შემცირებაში და  ინფექციის შემდეგ უფრო სწრაფ გამოჯანმრთელებაში. ის ასევე კარგად გადაიტანება და შეთავსებადია სხვა თერაპიასთან.

ამ თვისებების წყალობით მილდრონატი® 250 მგ ასევე გამოიყენება ფიზიკური და გონებრივი შრომისუნარიანობის ასამაღლებლად.

გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას, გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს.