როგორ დავიცვათ თავი სამსახურში გადატვირთვის შედეგებისგან

Как защитить себя от последствий перегрузок на работе

თანამედროვე ცხოვრების სწრაფი განვითარება, ყველა საყოფაცხოვრებო დარგში ინტენსიურად მიმდინარეობს და ახალი ტექნოლოგიები უკვე ჩვენს სახლებშიც ინერგება. უკვე გაგიჭირდებათ თამამად იმის თქმა, რომ დღეს სახლი არის უსაფრთხო თავშესაფარი, სადაც შეგიძლიათ სათანადოდ დაისვენოთ. დღევანდელი რეალობა არის დამატებითი სამუშაოს მუდმივი ცდუნება ოფისსა თუ სახლში, მაშინ როცა, სამუშაო დღე მოიცავს ჩვეულ 8-საათიან ინტერვალს.  სახლში მუშაობა ახალგაზრდებისა და საშუალო ასაკის ადამიანების უმრავლესობისთვის ყოველდღიურობად იქცა. ერთის მხრივ, პროფესიული აქტივობა განიჭებთ დავდაჯერებულობას კარიერული წინსვლისთვს, რაც განვითარების ძლიერი მოტივატორია, მაგრამ, მეორეს მხრივ, დგება მომენტი, როდესაც სწორედ ის რესურსები, რომლებით გაძლევენ ძალას და შთაგონებას,  მოულოდნელად იწყებენ თქვენს მიტოვებას. ჩნდება აპათია, მეხსიერების პრობლემები, უარესდება ძილის პროცესი და განწყობა, შეიძლება შეგაწუხოთ თავის ტკივილმა და თავბრუსხვევამ. ეს სიმპტომები განსაკუთრებით მწვავედ ვლინდება სეზონური რესპირატორული დაავადების დროს, როდესაც კოლეგები ან მათი მცირეწლოვანი ბავშვები ხშირად ავადობონ და თქვენი დატვირთვა სამსახურში იზრდება. გიწევთ „ორმაგი“ სამუშაოს შესრულება, დაუგეგმავი და მნიშვნელოვანი დატვირთვის თქვენს თავზე აღება. მაგრამ რთულია ხანგრძლივად იმუშაო სტრესულ რეჟიმში და ადრე თუ ცოტა გვიან, თითქმის ყველა გულითადი მუშაკიც კი განიცდის ფიზიკური და გონებრივი გადატვირთვის შეგრძნებას. ეს არის მდგომარეობა, რომელიც ვლინდება განტვირთვის და დასვენების ნაკლებობის პირობებში. ორგანიზმზე ინტენსიური დატვირთვების პირობებში,  შეიძლება განვითარდეს ქრონიკული დაღლილობის შეგრძნება, რომელიც არ ქრება დასვენების და გამოძინების შემდეგ.  გარდა ამისა, ქრონიკულმა გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს იმუნური სისტემის დაქვეითება, რაც უდაოდ გამოიწვევს გაციების და მრვი-ს სერიას, ზოგჯერ კი ეს მდგომარეობა, ხდება ნევრასთენიის და ჯანმრთელობის სხვა სერიოზული პრობლემების მიზეზი. ორგანიზმზე გადაჭარბებული დატვირთვის ზოგადი მახასიათებელი, მიუხედავად მისი გამომწვევი მიზეზისა, არის ენერგეტიკული პოტენციალის მნიშვნელოვანი დაქვეითება, ასევე  მეტაბოლური პროცესების სხვადასხვა ტიპის დარღვევა ორგანიზმის ყველა უჯრედში.

მნიშვნელოვანია, რომ არ გამოტოვოთ ეს მომენტი, კიდევ უკეთესი თუ მოახდენთ ზედმეტი დატვირთვების პრევენციას და დროულად მიმართავთ საპროფილაქტიკო ღონისძიებებს. უკვე მაშინ, როდესაც გეგმავთ გადაჭარბებულ დატვირთვას, აუცილებლად იფიქრეთ ორგანიზმის დაცვაზე.

ეფექტურ საპროფილაქტიკო ღონისძიებას წარმოადგენს მეტაბოლური პროცესების გასაუმჯობესებელი და სასიცოცხლო ენერგიის გამომუშავების მასტიმულირებელი პრეპარატების დანიშვნა.

გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას, გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს.