შვებულებამდე ჯერ კიდევ შორსაა და უკვე ძალა არ გყოფნით აღიდგინოთ სიცოცხლის ხალისი და შრომისუნარიანობა

დაგეგმეთ თქვენი შვებულება წინასწარ

შეადგინეთ დეტალური გეგმა: სად აპირებთ წასვლას, რა ღირშესანიშნაობების ნახვა გსურთ, რომელ საკვებს დააგემოვნებთ. წაიკითხეთ მოგზაურების სტატიები, იმ ადგილების შესახებ, სადაც აპირებთ გამგზავრებას.

გახსოვდეთ, უნდა დაისვენოთ და ამასთან ერთად მართოთ თქვენი დრო. ჩვენი სამუშაო დღე 8 საათი შემთხვევით არ გრძელდება. ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში, სოციალური რეფორმატორი რობერტ ოუენი ამბობდა: „რვა საათი სამუშაო, რვა საათი დასვენება, რვა საათი ძილი“. ეს დღესაც აქტუალურია. თუ კი თქვენი საქმიანობა ავსებეს არა მხოლოდ სამუშაო, არამედ თითქმის მთელ პირად დროს, მხოლოდ შვებულება ვერ დაგეხმარებათ დაიბრუნოთ სიცოცხლის ხალისი და შრომისუნარიანობა.

ისწავლეთ დავალებების დელეგირება

ისწავლეთ „არას“ თქმა. იპოვეთ დროის მართვის თქვენზე მორგებული მეთოდი. ისინი მრავალია და მათგან ყველაზე პოპულარულის, პომოდოროს ტექნიკის შესახებ, შეგიძლიათ წაიკითხოთ ჩვენს სტატიაში "როგორ დავძლიოთ ქრონიკული დაღლილობა".

ეძებეთ ალტერნატიული გზები

თუ ეს შესაძლებელია, წადით მივლინებაში ან ერთი დღის მანძილზე იმუშავეთ დისტანციურად (მაგალითად, კაფედან ან სუფთა ჰაერზე ბუნების წიაღიდან). თუ ეს შეუძლებელია, აიღეთ ერთდღიანი შვებულება და დაისვენეთ სათანადოდ. ხშირად გარემოს ცვლილება გვეხმარება კონცენტრირებაში და საშუალებას გვაძლევს ახალი ენერგიით დავუბრუნდეთ ყოველდღიურ რუტინას.

შეიყვარე შენი საქმე

ყველა მოუთმენლად ელის დღესასწაულებს. თუმცა, თუ გიყვართ თქვენი სამუშაო, დღესასწაული არ დაემსგავსება „სასჯელისგან“ გათავისუფლებას, ის უბრალოდ სასიამოვნო მოვლენად იქცევა.

შეეცადეთ იპოვოთ რაიმე ახალი და საინტერესო თითოეულ დავალებაში. მიუდექით  საქმეს ისე, თითქოს ამას საკუთარი თავისთვის აკეთებ და არა სხვისთვის. არსებობს ასეთი ეფექტი, მას პიგმალიონის ეფექტი ჰქვია. მისი არსი იმაში მდგომარეობს, რომ თუ ადამიანს რაღაცის მტკიცედ სჯერა, მაშინ ის ქვეცნობიერად ისე იქცევა, რომ მისი იდეა რეალურ ცხოვრებაშიც რეალიზდეს.

უთხარით საკუთარ თავს: „მე მიყვარს ჩემი საქმე, თუმცა შვებულება X თვის შემდეგ იქნება. საკვანძო სიტყვაა "იქნება". თუ საკუთარ თავს დაარწმუნდებთ, რომ აკეთებთ იმას, რაც გიყვართ და თან წინ საინტერესო და სასიამოვნო დასვენება გელით, კვლავ დაიბრუნებთ სიმშვიდეს და სიცოცხლის ხალისს.  

დაკავდით სპორტით

სპორტი არის აქტივობის უნივერსალური საშუალება, რომელიც დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ მუდმივ სტრესს, მოიყვანოთ აზრები მწყობრში და გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა. დაიწყეთ სირბილი დილით ან სამსახურის შემდეგ, იარეთ აუზზე, იცეკვეთ.

გაზაფხული მშვენიერი დროა ვარჯიშისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როცა გარეთ ცხელა და დღე ხანგრძლივია, დანაშაულია ამ დროს თუნდაც არ გაისეირნოთ.

ამასთან დაიმახსოვრეთ, ზედმეტი ფიზიკური დატვირთვაც ერთგვარი სტრესია ორგანიზმისთვის. თანდათან მოუმატეთ აქტივობას და, რა თქმა უნდა, დაიმახსოვრეთ ყველაზე მნიშვნელოვანი - იძინეთ საკმარისად, იკვებეთ სწორად და ნაკლები ინერვიულეთ. დაე ყოველი დღე, თუნდაც სამუშაო,იყოს მხიარული და სასიამოვნო!

გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას, გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს.