წინ სესიაა. როგორ მოვემზადოთ წარმატებით გამოცდებისთვის?

Скоро сессия как успешно подготовиться к экзаменам

ჩამალეთ ხუთლარიანი ფეხსაცმელში. ნუ დაიბანთ თმას გამოცდის წინ. გაიხედეთ ფანჯრიდან, დაუქნიეთ ჩათვლის წიგნაკი და იყვირეთ: „მუქთა, მოდი!“. თითოეულ სტუდენტს შეუძლია დაასახელოს ეს არასტანდარტული ხერხები, რომლებიც, როგორც ამბობენ, გამოცდაზე კარგი ნიშნის მიღებაში დაგეხმარებათ. 

რა თქმა უნდა, არ უნდა უგულებელვყოთ ეს ხალხური მეთოდები, რომლებიც ყველა დროის სტუდენტებისთვის ტრადიციად იქცა, მაგრამ მხოლოდ ამ ხერხებით ნუ შემოიფარგლებით - ეს არც ისე კარგი იდეაა სტუდენტისთვის, რომელსაც სურს სესიის „ფრიადი“ შეფასებებით ჩაბარება. ქვემოთ ჩამოთვლილია რამდენიმე რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ წარმატებით მოემზადოთ გამოცდებისთვის. 

კითხვებისა და ინფორმაციის სტრუქტურირება მოახდინეთ 

გადახედეთ გამოცდის ან ჩათვლის კითხვების მთლიან სიას. შეარჩიეთ მათგან ისინი, რომლებიც ერთსა და იმავე თემას ეხება. კეთილსინდისიერად ისწავლეთ პასუხი თემასთან დაკავშირებულ ყველაზე ზოგად კითხვაზე, რომლის გამოყენებას ერთდროულად რამდენიმე შეკითხვისთვის შეძლებთ. 

ინფორმაციის უკეთ და უფრო სწრაფად დასამახსოვრებლად, შეეცადეთ წარმოიდგინოთ იგი ვიზუალურად. მაგალითად, გონებრივი რუკის სახით (mind map). არ დაგავიწყდეთ, რომ მთავარია მასალის გაგება და არა მხოლოდ მისი დაზეპირება. 

ნუ გახდები სამი დღით ბერი 

„სამი დღით ბერის“ სინდრომი ხასიათდება იმით, რომ ადამიანი, რომელმაც ენთუზიაზმით დაიწყო რაიმე საქმის კეთება, ბოლომდე აღარ მიჰყავს იგი. 

სტუდენტები ძალიან ადვილად ექცევიან ამ სინდრომის გავლენის ქვეშ: ისინი საგამოცდო კითხვის გულდასმით შესწავლას იწყებენ, მაგრამ, ნახევრამდე არმისულები მიაგდებენ ხოლმე სწავლას. იმისათვის, რომ ამ ხაფანგში არ გაებათ, შეადგინეთ საკუთარი მკაფიო გეგმა, გამოყავით გარკვეული დრო თითოეული კითხვის დასამახსოვრებლად, გადაანაწილეთ სასწავლო დავალებები კვირის დღეების მიხედვით. 

არ გადაუხვიოთ სასწავლო განრიგს, გახსოვდეთ, რომ დისციპლინა სესიის წარმატებით ჩაბარების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. 

თუმცა, ასევე დღის განმავლობაში შესვენება არ გამოგრჩეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მზადების პროცესი კონტრპროდუქტიულ საქმიანობად გადაიქცევა. 

აირჩიეთ დასამახსოვრებლად ყველაზე ოპტიმალური გზა 

ვიღაცას კარგად აქვს განვითარებული ვიზუალური მეხსიერება - ასეთმა ადამიანმა საკმარისია ტექსტი ერთ-ორჯერ წაიკითხოს, რომ მოყოლა შეძლოს. ზოგიერთი ინფორმაციას სმენით იმახსოვრებს უკეთესად. ზოგს კი, დასამახსოვრებლად - ჩაწერა სჭირდება. 

თქვენზე უკეთ არავინ გიცნობთ. დაფიქრდით, ინფორმაციის დამახსოვრების რომელი გზა იქნება თქვენთვის უფრო მისაღები. როგორც კი ამას განსაზღვრავთ, მიხვდებით რა უნდა გააკეთოთ - წაიკითხოთ სასწავლი მასალა (შეგიძლიათ ისწავლოთ სწრაფი კითხვის ტექნიკა - ამისთვის ბევრი მობილური აპლიკაცია არსებობს), ჩაიწეროთ საგამოცდო კითხვებზე პასუხები ან მოუსმინოთ აუდიო სახელმძღვანელოებს (თუ რაიმე საგანში ვერ პოულობთ სახელმძღვანელოს - ჩაწერეთ საჭირო ინფორმაცია დიქტოფონზე). 

გამოცდებისთვის მზადებისას ნუ შეხვალთ სოციალურ ქსელებში. ეს არის მორევი, რომელშიც ხუთი წუთი ადვილად იქცევა ორ საათად. თუმცა, ამ აკრძალვისგან გამონაკლისი შეიძლება გაკეთდეს, თუ გსურთ ინტერნეტში იპოვოთ ინფორმაცია, რომელიც სწავლაში გამოგადგებათ. ყურადღება მიაქციეთ საგანმანათლებლო YouTube-არხებს და თემატურ ჯგუფებს «ВКонтакте», რომლებიც ეძღვნება თქვენთვის საჭირო სასწავლო დისციპლინას. 

გამოიყენეთ „კოლექტიური გონება“ 

გამოცდებისთვის მარტო კი არა, არამედ კურსელებთან ერთად მოემზადეთ. ეს უფრო ეფექტური და სახალისოა. გადააქციეთ მომზადების პროცესი ერთგვარ თამაშად - მოამზადეთ ბარათები საგამოცდო კითხვებით, შემდეგ კი შემთხვევით აიღეთ ერთ-ერთი ბარათი და უპასუხეთ კითხვას. ეს იქნება გამოცდის რეპეტიცია, რომლის დროსაც თქვენ და თქვენი კურსელები შეძლებთ სასწავლო ინფორმაციის გაზიარებას და ერთმანეთის პასუხების შევსებას. 

ნუ შემოიფარგლებით აუცილებელი მინიმუმით 

ნებისმიერი მასწავლებელი კმაყოფილი იქნება, თუ არამარტო მოუყვებით მის ლექციებს, არამედ თქვენს პასუხს საინტერესო ფაქტების ან თეორიების სახით დამატებით ინფორმაციას დაამატებთ, ახსენებთ ცნობილ ადამიანებს, რომლებმაც ჩაატარეს კვლევა საკითხის თემის ირგვლივ. ეს აჩვენებს გამომცდელს, რომ თქვენ ნამდვილად გაინტერესებთ დისციპლინა და არა უბრალოდ „დასანახად“ დაიზეპირეთ ტექსტი. 

სწორად იკვებეთ 

არსებობს გარკვეული საკვები, რომელიც ააქტიურებს ტვინს. მაგალითად, ბროკოლი, ნიგოზი, ისპანახი, შვრიის ფაფა და ა.შ. გაბედულად შეიყვანეთ ისინი თქვენს რაციონში. 

გარდა ამისა, შეგიძლიათ აირჩიოთ პრეპარატი, რომელიც დააჩქარებს გონებრივ პროცესებს, გააუმჯობესებს მეხსიერებას და ეფექტურად იმოქმედებს თქვენს გონებრივ აქტივობაზე. 

არ დაგავიწყდეთ გამოცდაზე კარგი განწყობის თან გაყოლა 

ყოველთვის სასიამოვნოა პოზიტიურად განწყობილი სტუდენტის ხილვა. შეიარაღდით ღიმილით და გაუმეორეთ საკუთარ თავს, რომ ყველაფერს დაძლევთ! 

გისურვებთ წარმატებულ სესიას! 

გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას, გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს.