დროდადრო ნებისმიერი ადამიანი გრძნობს დაღლილობას. მაგრამ თუ ეს მუდმივად ხდება - სასწრაფოდ უნდა მიიღოთ ზომები. რა ზომები? წაიკითხეთ ჩვენი სტატია და შეიტყვეთ ამის შესახებ.
სწორად განსაზღვრეთ პრიორიტეტები და დაგეგმეთ თქვენი დრო
სამსახურში უსასრულო საქმეების სიებს წერთ, რომელთა შესრულებისთვის ერთი თვეც არ არის საკმარისი, თქვენ კი - ერთ კვირაში გეგმავთ ყველაფრის გაკეთებას. ნუ მოიტყუებთ თავს - ასე სწრაფად ამ ყველაფერს ვერ მოერევით. ნუ ააგებთ შეუძლებელ გეგმებს - უმჯობესია სწორად განსაზღვროთ პრიორიტეტები და გადაანაწილოთ დრო. შეეცადეთ ყველა მნიშვნელოვანი დავალება შეასრულოთ მაშინ, როდესაც თქვენი პროდუქტიულობა მაქსიმალურად მაღალია (თავად იცით დღის რომელ მონაკვეთში). დილიდან ჯობს უფრო ჩვეულებრივ საქმეებს გაუმკლავდეთ - გადაახარისხოთ ფოსტა, მოაწესრიგოთ საქმეები დოკუმენტებში და ა.შ. მთავარია ყოველთვის იცოდეთ, თუ რაში იხარჯება თქვენი დრო.
ნუ შეგეშინდებათ „უარის” თქმა
ბევრს არ უყვარს უარის თქმა სხვადასხვა მიზეზის გამო: მათ ეშინიათ სხვებთან ურთიერთობის გაფუჭება, არ სურთ თავხედობაში ჩაუთვალონ და ა.შ. ამიტომ ისინი ბევრ სხვის საქმეს იკიდებენ საკუთარ მხრებზე. შედეგი - მუდმივი დაღლილობის შეგრძნება. ჩვენ არანაირად არ მოგიწოდებთ, შეწყვიტოთ კოლეგებისა და მეგობრების დახმარება. მაგრამ დარწმუნდით, რომ თქვენ ნამდვილად დახმარებას გთხოვენ და არა კისერზე გაჯდებიან.
ავარჯიშეთ საკუთარი გამძლეობა
არავის აქვს ზებუნებრივი ნიჭი. ადამიანები, რომლებიც დილის ხუთ საათზე უპრობლემოდ იღვიძებენ ან იოლად შეუძლიათ მარათონში გარბენა - ავარჯიშებენ საკუთარ ნებისყოფას და გამძლეობას, ასევე თანდათან ეჩვევიან ახალ დატვირთვებს. გააკეთეთ იგივე - ნუ ეცდებით ყველაფრის ერთდროულად გაკეთებას, თანდათან გაზარდეთ ამოცანების რაოდენობა. ასე თქვენი ორგანიზმი დატვირთვებს მოერგება და მუდმივად არ იგრძნობთ დაღლილობას. საქმეების დიდი ოდენობა უკვე აღარ გამოიწვევს სტრესს და ყოველდღიურობად იქცევა.
ტექნიკა
გამოიყენეთ დროის მართვის ერთ-ერთი ტექნიკა. ისინი საკმაოდ ბევრია, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კი - ტექნიკა Pomodoro არის:
- აირჩიეთ ამოცანა.
- დააყენეთ ტაიმერი 25 წუთზე (25 წუთი ითვლება ერთ „პომიდვრად“).
- დაუთმეთ ეს დრო ამოცანას – არ გადაიტანოთ ყურადღება სხვა რამეზე.
- 25 წუთიანი მუშაობის შემდეგ შეისვენეთ (5 წუთი).
- გაიმეორეთ პუნქტები 2, 3 და 4 მანამ, სანამ არ დაასრულებთ დავალებას. ოთხი „პომიდვრის“ შემდეგ (100 წუთი) რეკომენდებულია უფრო ხანგრძლივი დასვენების მოწყობა - 20-25 წუთის განმავლობაში.
ამ ტექნიკის დაცვით საკმარისად დაისვენებთ და დაღლილობის შეგრძნება არ შეგაწუხებთ.
არ დაგავიწყდეთ დასვენება და ფიზიკური ვარჯიში
მოკლე მანძილზე სირბილი დაგეხმარებათ არა მხოლოდ დაისვენოთ გონებრივი დატვირთვისგან, არამედ აზრებიც მოაწესრიგოთ. ასევე, არ დაგავიწყდეთ დასვენება. გაატარეთ საღამო თქვენი საყვარელი წიგნის კითხვაში, წადით პიკნიკზე, მასაჟზე. ხანდახან, ნორმალურ მდგომარეობას რომ დაუბრუნდეთ, ცოტა ხნით სიმშვიდეში და სიწყნარეში უნდა დარჩეთ – გამორთეთ ტელეფონი, ცოტა ხნით დაივიწყეთ საქმეები და უბრალოდ მოდუნდით.
გაიარეთ კონსულტაცია სპეციალისტთან
ხანდახან დაღლილობა კულმინაციას აღწევს - მაშინ მას ვეღარ გაუმკლავდებით მხოლოდ დღის სწორი რეჟიმით, რეგულარული დასვენებითა და საქმეების სწორი დაგეგმვით. აუცილებელია სპეციალისტთან კონსულტაცია, რომელიც დაგინიშნავთ შესაბამის სამკურნალწამლო პრეპარატებს.
ყველაფრის მოსწრება შეუძლებელია. თუმცა სწორი მიდგომით - ძალიან ბევრი რამ შეგიძლიათ მოასწროთ.