6 მარტივიგზათქვენიშრომისუნარიანობის ასამაღლებლადდა გუნებ-განწყობის გასაუმჯობესებლად

თანამედროვე ადამიანი ყოველდღიურად აწყდება სხვადასხვა გამოწვევებს სამსახურში და პირად ცხოვრებაში. არაჯანსაღი კვება, სტრესი, ძილის ნაკლებობა – ამ ყველაფერმა შეიძლება მოახდინოს გავლენა გუნებ-განწყობასა და ემოციურ მდგომარეობაზე.

ჯანმრთელობის პრობლემების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია ასეთი მავნე ფაქტორების დაკვირვება და მათი მინიმუმამდე დაყვანა. ამიტომ, ჩვენ შევადგინეთ 6 ძალიან ხშირი მიზეზი, რომლებსაც თქვენს გუნებ-განწყობაზე გავლენის მოხდენა შეიძლიათ – ბოლოს კი მოგიყვებით, როგორ დაეხმაროთ საკუთარ თავს, თუ ასეთი ფაქტორი ბევრია.

ნაკლებმოძრავი ცხოვრებისწესი

გავიღვიძე, სწრაფად მოვემზადე და სამსახურში მანქანით, ავტობუსით ან მეტროთი მივედი. იქ 8 საათის განმავლობაში კომპიუტერთან ვიჯექი, უკან დაბრუნებისას მანქანაში ან ავტობუსში „ვიჯექი“ საცობში, სანამ სახლამდე მივედი. გასეირნების ნაცვლად დივანზე წამოვწექი და ლეპტოპს ან სმარტფონს ჩავუჯექი. შაბათ-კვირას კი სამსახურისგან დაქანცულს – გამოძინება მჭირდება. ნაცნობი სურათია?

იმისათვის, რომ თავი კარგად იგრძნოს, ადამიანს მოძრაობა სჭირდება. ვარჯიში, ველოსიპედით სიარული ან სულ მცირე ყოველდღე ფეხით სიარული 30 წუთის განმავლობაში – ეს ყველაფერი ხელს უწყობს მეტაბოლიზმს და ენერგიის მიმოცვლას. არ გექნებათ ენერგია – არ გექნებათ ძალა სიცოცხლისთვის, კუნთები ტონუსს დაკარგავს, გუნებ-განწყობაც გაუარესდება.

მავნესაკვები

ირგვლივ იმდენი ცდუნებაა ფასტ-ფუდის, ცომეულის, ტკბილეულისა და გაზიანი სასმელების სახით, რომ ჯანსაღი, სასარგებლო პროდუქტები ჩვეულებრივ უკანა პლანზე გადადის. არადა დაბალანსებული რაციონი, რომელშიც საკმარისი ცილები, ცხიმები და ნახშირწყლები, ასევე ბევრი ვიტამინი და მინერალი შედის – კიდევ ერთი გზაა ორგანიზმისთვის საჭირო ენერგიის მისაღებად.

ძილისნაკლებობა

ძილის „ნორმა“ – ინდივიდუალური ცნებაა, და უმჯობესია ამ შემთხვევაში სრულყოფილი დასვენებისა და კარგი შრომისუნარიანობის საკუთარ შეგრძნებებზე გააკეთოთ ორიენტირება. მაგრამ ზოგადად, ექიმები თანხმდებიან ერთ აზრზე, რომ ჩვეულებრივ ადამიანს არანაკლებ 6-8 საათი ძილი სჭირდება. ამ დროის განმავლობაში ორგანიზმი ყოველდღიური დატვირთვებისგან აღდგენას ასწრებს.

თუმცა, ძილი მხოლოდ დასვენებას არ ნიშნავს. ძილის დროს ორგანიზმის თითქმის ყველა სისტემაში მნიშვნელოვანი ფიზიოლოგიური პროცესები მიმდინარეობს – მათ შორის მეტად სასარგებლო ჰორმონის – მელატონინის გამომუშავება. სრულყოფილი ძილი დაავადების რისკს ამცირებს.

სტრესისამსახურშიდასახლში

სტრესი არის ბუნებრივი რეაქცია ცხოვრებისეულ სიტუაციებზე. ზოგიერთ შემთხვევაში კი – მაგალითად, მუქარისა და საფრთხის დროს – მას ნამდვილად შეუძლია ჩვენი გადარჩენა. საქმე იმაშია, რომ სტრესის მომენტში ადრენალინი გამომუშავდება, რომელიც ასტიმულირებს კიდევ ერთი ჰორმონის – კორტიზოლის გამომუშავებას. ის კი ზრდის ძალას და გამძლეობას, ასევე დამატებითი ენერგიის დაგროვების საშუალებას იძლევა, რათა თავიდან ავიცილოთ სახიფათო სიტუაციები – მაგალითად, წარსულში ამას შეეძლო ადამიანის გადარჩენა მტაცებლის თავდასხმისგან.

სამწუხაროდ, ორგანიზმისთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს თუ რა საშიშროება იქნება ეს – ცხოველი, რომელიც მასზე ნადირობს, თუ პრობლემები სამსახურში და სახლში – კორტიზოლი გამომუშავდება როგორც პირველ, ასევე მეორე შემთხვევაში. რაც უფრო დიდხანს გრძელდება სტრესი, მით უფრო იწვევს ეს სხვა ჰორმონების – მათ შორის სეროტონინისა და დოფამინის – „გამოდევნას“, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან კარგ განწყობაზე, სიმშვიდეზე, ცხოვრებით დატკბობაზე, მეხსიერებასა და ყურადღებაზე.

უქეიფობა

ვირუსებით გამოწვეული სხვადასხვა დაავადებები, მათ შორის მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექცია, გრიპი და COVID-19, იწვევს არა მხოლოდ სურდოს, მაღალ სიცხეს და კუნთებში ტეხვას. ზოგჯერ თვით ვირუსულ ინფექციას და გამოჯანმრთელების პერიოდს თან ახლავს სისუსტე, უქეიფობა და ძალ-ღონის გამოცლა. ამას დაამატეთ დანარჩენი ზემოთ ნახსენები მავნე ფაქტორები – და მიიღებთ ორგანიზმის ძლიერ გამოფიტვას.

ემოციურიდაფიზიკურიგადატვირთვა

ირგვლივ ყველა საუბრობს პროდუქტიულობაზე და იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ყველაფერი მოასწრო – გასაკვირი არც არის, რომ ადამიანების უმეტესობა ყველა საქმის შეთავსებას და მთელი სამუშაო საკუთარ თავზე აკიდებას ცდილობს. სამსახური, სწავლა, შვილების აღზრდა, ვარჯიში, გართობა, მოგზაურობა და თვითგანვითარება… ასეთ დაძაბულ გრაფიკში ადამიანს უბრალოდ არ რჩება დასვენების დრო, რის შედეგადაც ემოციური და ფიზიკური გადატვირთვა იჩენს თავს. ორგანიზმი ვერ უმკლავდება მათ და საპასუხო რეაქციას იძლევა – დაღლილობა, აპათია, ცუდი გუნებ-განწყობა, „დამჯდარი აკუმულატორის“ მდგომარეობა.

რა თქმა უნდა, ეს სულაც არ არის ყველა იმ გამოწვევის სრული ჩამონათვალი, რომლებსაც ასე თუ ისე ვაწყდებით. მათ აერთიანებს ის ფაქტი, რომ საბოლოოდ ეს ყველაფერი ძლიერ მოქმედებს გუნებ-განწყობაზე და შეიძლება გამოიწვიოს ასთენია ან ქრონიკული დაღლილობის სინდრომი. მარტივი სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს არის მდგომარეობა, რომელსაც თან ახლავს ძალ-ღონის გამოცლა, ყურადღების, კონცენტრაციისა და მეხსიერების დაკარგვა. ასთენიასა და ჩვეულებრივ დაღლილობას შორის მთავარი განსხვავება ისაა, რომ ხანგრძლივი დასვენების შემდეგაც კი ადამიანი უკეთესად არ გრძნობს თავს.

როგორგავუმკლავდეთამგამოწვევებისშედეგებს

რა თქმა უნდა, თვითმკურნალობას არ უნდა მიმართოთ. მხოლოდ სპეციალისტს შეუძლია ზუსტად განსაზღვროს რასთან გვაქვს საქმე: ასთენიასთან თუ ჩვეულებრივ დაღლილობასთან ან რაიმე სხვა დაავადების სიმპტომებთან.

მდგომარეობის შესამსუბუქებლად საჭიროა ასთენიის გამომწვევი ყველა მიზეზის აღმოფხვრა – დაიწყეთ სწორი კვება, მეტი დაისვენეთ, გააკეთეთ საქმეები, რომლებიც სამსახურთან და ოჯახთან არ არის დაკავშირებული. გარდა ამისა, შეგიძლიათ მიიღოთ სპეციალური პრეპარატები – მათ მიეკუთვნება მილდრონატი® 250. იგი იცავს:

  • გულ-სისხლძარღვთა სისტემას. სტრესისა და დაღლილობის დროს გული თავის ზღვრამდე იწყებს მუშაობას და ჟანგბადის შედარებითი ნაკლებობა წარმოიქმნება. შემადგენლობაში შემავალი მელდონიუმის წყალობით, მილდრონატი® 250 ხელს უწყობს უჯრედებში ჟანგბადის უკეთეს მიწოდებას, მის ოპტიმალურ მოხმარებას და ამცირებს მიოკარდიუმის უჯრედების დაზიანების რისკს.
  • ნერვულ სისტემას. მილდრონატი® 250 ასტიმულირებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას და ზრდის მამოძრავებელ აქტივობას და ფიზიკურ გამძლეობას.

პრეპარატი მილდრონატი® 250-ის გამოყენების შემდეგ ორგანიზმი უფრო ამტანი ხდება სტრესის მიმართ და უფრო სწრაფად აღადგენს ენერგიას.

გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას, გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს.