თანამედროვე ადამიანის 4 პრობლემა, რომლის დროსაც მას მილდრონატი 250 დაეხმარება

ყოველდღიურად, თანამედროვე ადამიანებს სხვადასხვა ამოცანების შესრულება გვიწევს – უნდა ჩავაბაროთ ანგარიში სამსახურში, ძაღლთან ერთად გავისეირნოთ, წავიდეთ ვარჯიშზე, შევუკვეთოთ ვახშამი ადგილზე მიტანით... თან გვინდა ისეთი სუპერმენები ვიყოთ, რომელიც ყველაფერს ასწრებს. თუმცა, ზოგჯერ ხდება ისე, რომ ძალა არაფრისთვის გვყოფნის და ერთადერთი, რისი სურვილი გვრჩება – საწოლში დაწოლა და დიდხანს დასვენება.

ასეთ შემთხვევაში, სპეციალისტს უნდა მიმართოთ, რომელიც დაღლილობის მიზეზს ზუსტად გამოავლენს და, საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობას დანიშნავს. გარდა ამისა, შეგიძლიათ დამატებით მიიღოთ სპეციალური პრეპარატები – მათ მიეკუთვნება მილდრონატი ®250.

ქვემოთ ჩვენ აღვწერთ ადამიანის გუნებ-განწყობილებასთან დაკავშირებულ 4 ხშირ პრობლემას, რომელთა გადაწყვეტას მილდრონატი ®250 უწყობს ხელს.

1. როდესაც მუდმივ დაღლილობას გრძნობთ.

ნორმალურ ვითარებაში, ორგანიზმს რამდენიმე დღეში შეუძლია აღდგეს სტრესისა და დაღლილობისგან. მაგალითად, თუ ადამიანს მძიმე სამუშაო კვირა ჰქონდა, საკმარისია შაბათ-კვირას გამოძინება, რომ ორშაბათს მხნე და ენერგიული იყოს. მაგრამ თუ ორგანიზმს ყოველდღე დატვირთავთ და დასვენების საშუალებას არ მისცემთ, გადატვირთვა ნორმალურ მოვლენად იქცევა. გაჩნდება ქრონიკული დაღლილობის მდგომარეობა (ასთენია).

ეს არ არის დაავადება ჩვეული გაგებით, არამედ მდგომარეობა, ფუნქციური აშლილობა. ამასთან, ჩვეულებრივი დაღლილობისგან განსხვავებით, ასთენია არ ქრება სრულყოფილი დასვენების შემდეგაც კი. ასევე ის თან ახლავს მრავალ დაავადებას. ყველაზე ხშირად, ქრონიკული დაღლილობა ვითარდება ვირუსული დაავადებების ფონზე, მაგალითად, მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების, გრიპის, კორონავირუსის ინფექციის დროს და შეიძლება შენარჩუნდეს გამოჯანმრთელების შემდეგაც კი.

2. ემოციური გადატვირთულობის დროს

ბოლო წლების ტრენდია – პროდუქტიულობა. გასაკვირი არ არის, რომ ჩვენს გარშემო ამდენი „წარმატებული წარმატება“ და ადამიანია, რომელიც შესანიშნავი მშობლის, მაგარი თანამშრომლისა და შემოქმედებითი პიროვნების როლებს ითავსებს.

ხშირად პირველი რეაქცია, როდესაც მსგავს მაგალითებს ხედავ, არის მათი გამეორების, ყველა საქმის შეთავსების და საკუთარ თავზე უამრავი რამის აღების მცდელობა. სამსახური, სწავლა, ბავშვების აღზრდა, ვარჯიში, გართობა, მოგზაურობა და თვითგანვითარება... ასეთ დაძაბულ გრაფიკში ადამიანს უბრალოდ დასვენების დრო არ რჩება, ხოლო შედეგად ემოციური და ფიზიკური გადატვირთვა იჩენს თავს. ორგანიზმი ვერ უმკლავდება ამ ყველაფერს და უკურეაქციას იძლევა, როგორიცაა დაღლილობა, აპათია, ცუდი გუნებ-განწყობილება, „დამჯდარი ელემენტის“ მდგომარეობა.

ლიტრობით ყავის დალევა კი აქ ვერ დაგეხმარებათ – ორგანიზმს სულ სხვა დახმარება სჭირდება.

3. როდესაც შრომისუნარიანობა დაკარგე

ზოგჯერ ხდება ისე, რომ ადრე სამსახურში დიდ დროს ატარებდი, მარტივად ასრულებდი ყველა ამოცანას და ნახევარ წელიწადში ერთხელ დაწინაურებას გთავაზობდნენ. მაგრამ უცებ რაღაც თითქოს „ჩაიკეტა“ და მთელი ძალა სადღაც გაქრა. ახლა უკვე კონცენტრირებას ვერ ახერხებ, ერთადერთი რაც გსურს – სოციალურ ქსელებში ჯდომა ან წიგნის წაკითხვა, ოღონდ მუშაობა არა. შედეგად – ის საქმეები, რომლებიც ადრე ერთ საათს იკავებდა, ახლა მთელი სამუშაო დღით იწელება. ეს ყველაფერი იწვევს განწყობის და თვითშეფასების შემცირებას, უყურადღებობასა და გაღიზიანებას.

4. როდესაც ვარჯიშის შემდეგ აღდგენას ვერ ასწრებ

სპორტსმენებმა და ფიზიკური აქტივობის მოყვარულებმა იციან: კარგი ვარჯიშის შემდეგ, ყოველთვის უნდა დაისვენო. და ეს არ არის სიზარმაცის ან თავის არიდების სურვილის მაჩვენებელი – თუ ორგანიზმს დაუყოვნებლივ აღდგენის საშუალებას არ მისცემ, ძლიერი კუნთების და მოხდენილობის ნაცვლად, ტრავმას ან ჯანმრთელობის პრობლემებს მიიღებ.

სპორტის შემდეგ აღდგენის გარეშე ორგანიზმი უარესად გრძნობს თავს, ჩნდება კუნთების ტკივილი. ასევე იკარგება მოტივაცია, უარესდება განწყობა.

მილდრონატი® 250 აუმჯობესებს ქსოვილებში სისხლის მიწოდებას და ხელს უწყობს ჟანგბადის მიწოდებას უჯრედებში. ამის წყალობით უმჯობესდება ჩვენი ორგანიზმის მოლეკულა-საწვავის – ადენოზინ ტრიფოსფატის სინთეზი. ეს კი, თავის მხრივ, ხელს უწყობს ორგანიზმის რეზერვების სწრაფად აღდგენას სპორტის, ვარჯიშის და სხვა ფიზიკური დატვირთვის შემდეგ.

გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას, გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს.