როგორ დავემშვიდობოთ გაზაფხულის სევდას და დაღლილობას
როცა გაზაფხულის სევდა გესტუმრებათ, თქვენს ცხოვრებაში ძალიან ბევრი „არ“ იჩენს თავს. „არ მინდა ვარჯიშზე წასვლა“. „დღეს მე არ ვაპირებ სახლის დალაგებას“. „მე არ წავალ მეგობრებთან შეხვედრაზე“.
იმოქმედეთ უკუქმედების პრინციპით
გამოიყენეთ ამ დროს უკუქმედების ეფექტი- გააკეთეთ სწორედ ის, რაც გაზაფხულის სევდას არ სურს. წადით ვარჯიშზე, დაალაგეთ სახლი, შეხვდით მეგობრებს – დაძლიეთ „არ შემიძლია“, თუნდაც ეს რთული იყოს, თუნდაც არ გქონდეთ ამის სურვილი. ნუ მისცემთ გაზაფხულის დაღლილობას თქვენზე გამარჯვების უფლებას – აჩვენეთ, რომ მასზე ძლიერი ხართ.
აკონტროლეთ საკუთარი მადა
არსებობს ორი უკიდურესობა, რომელშიც ადამიანები ვარდებიან გაზაფხულის სევდის დროს: ან ძალიან ბევრს ჭამენ, ან ყელში ნაჭერიც კი არ გადასდით.
დაიმახსოვრეთ ოქროს წესი: გაზაფხულისთვის დამახასიათებელი ძალ-ღონის გამოცლა თავისთავად აშკარაა, მაგრამ სადილს თავისი განრიგი აქვს. თქვენ ხომ ისედაც გიჭირთ ფსიქოლოგიურად, ნუ დაამატებთ ამას კიდევ ფიზიკურ სისუსტეს.
ეძებეთ თქვენი მდგომარეობის დადებითი მომენტები
აღიქვით გაზაფხულის სევდა, როგორც „ზარი“, რომელიც მიანიშნებს იმაზე, რომ რაღაც არასწორი მიმართულებით მიდის. შესაძლოა, არ მოგწონდეთ თქვენი სამსახური. შესაძლოა, გვერდით მყოფ ადამიანთან ბედნიერი არ ხართ. ან იქნებ დროა შეცვალოთ გარემო - წახვიდეთ შვებულებაში ან თუნდაც მუდმივად საცხოვრებლად სხვა ქალაქში გადახვიდეთ.
დაე, თქვენი მდგომარეობა ზრდის წერტილად აქციეთ და საფუძველი ჩაუყარეთ ცვლილებებს, რომლებიც თქვენს ცხოვრებას უკეთესს გახდის.
გაზაფხულის სევდა არ არის ფარხმალის დაყრის საბაბი - თქვენ ეფექტურად უნდა გაუმკლავდეთ ყველა სამსახურებრივ თუ საგანმანათლებლო საქმეს. თუ გავიხსენებთ, რომ ამ აშლილობის ერთ-ერთი მთავარი თანამგზავრი გაფანტულობაა, უნდა ვიპოვოთ გზა, რომელიც დაგვეხმარება ამ პერიოდში იმაში, რომ არ დავუშვათ შეცდომები პროფესიულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაში. შეგიძლიათ გამოიყენოთ „30 წამის წესი“, რომელიც შემდეგში მდგომარეობს: ყოველი მნიშვნელოვანი მოვლენის შემდეგ (თათბირი, საქმიანი შეხვედრა, ლექცია და ა.შ.) უნდა ჩაწეროთ მთავარი არსი, ის, რაც ყველაზე საჭიროა, და ზუსტად 30 წამი დახარჯოთ ჩანაწერზე. ასე თქვენ კონცენტრირებას მოახდენთ უშუალოდ ამოცანის არსზე და მხოლოდ საქმესთან დაკავშირებული კითხვები გაგიჩნდებათ.
ნუ მოერიდებით ადამიანებს
როცა თავს ცუდად ვგრძნობთ, გვსურს მარტო დარჩენა. მაგრამ სხვა ადამიანების ხელის კვრით მოცილება საუკეთესო გამოსავალი არ არის. გახსოვდეთ, რომ მეგობრებს და ახლობლებს გულწრფელად სურთ თქვენი დახმარება. ჩვენ ხშირად გვრცხვენია დახმარების თხოვნა, ვერიდებით ამას, რადგან სისუსტის გამოჩენის გვეშინია. მაგრამ დახმარების თხოვნაში სამარცხვინო არაფერია – ადამიანები ერთმანეთს უნდა დაეხმარონ. ნუ ჩაიკეტებით საკუთარ თავში, ნუ ებრძვით პრობლემას მარტო – უბრალოდ ითხოვეთ დახმარება.
გაიარეთ კონსულტაცია სპეციალისტთან
ალბათ თქვენ უნდა იპოვოთ პრეპარატი, რომელიც დაგეხმარებათ მუშაობის აღდგენაში. გაიარეთ კონსულტაცია სპეციალისტთან, შესაძლოა ის გირჩიოთ „მილდრონატის® კაფსულები 250მგ“, რომელიც დაგეხმარებათ ფიზიკური და გონებრივი გადატვირთვის დროს მუშაობის აღდგენაში.
გაზაფხულზე მთელი ბუნება იღვიძებს - გაიღვიძე და შენ, ბლუზი წარსულში დატოვე!
რა არის პოსტინფექციური ასთენია და როგორ გავუმკლავდეთ მას
სეზონური გაციების შესახებ აბსოლუტურად ყველას სმენია. საბედნიეროდ, ადამიანების უმეტესობა გაცნობილია პრევენციულ ზომებს, ხოლო, თუ მწვავე რესპირატორული ინფექციის თავიდან აცილება ვერ მოხერხდა, მიმართავს ექიმს. თუმცა ყველამ არ იცის შესაძლო გართულებების შესახებ.
4 მარტივი რჩევა ქრონიკული დაღლილობის დასამარცხებლად
მუდმივი სისუსტე, ძილიანობა, გაღიზიანება და ცუდი განწყობა – ერთი შეხედვით, თითქოსდა, ნორმალური მდგომარეობაა ნებისმიერი, სამსახურში დასაქმებული, ადამიანისთვის. განსაკუთრებით ახლა, ზამთარში, როცა ირგვლივ ყველაფერი ნაცრისფერი და მოსაწყენია, ორგანიზმს კი ვიტამინები და
4 მიზეზი, თუ რატომ გრძნობთ დაღლილობას შემოდგომაზე
სულ რაღაც ერთი თვის წინ ფანჯარაში მზე ანათებდა და თბილი და მშრალი ამინდი იყო, ახლა კი სიცივე, წვიმა და ნაცრისფერი გარემო თანდათან გვიახლოვდება. ამ ყველაფერთან ერთად, ბევრი უგუნებოდ გრძნობს თავს
გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას, გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს.