როგორ გავზარდოთ ამტანობა გონებრივი და ფიზიკური დატვირთვისადმი  

Как улучшить переносимость умственных и физических нагрузок 

„როგორ გავზარდოთ გონებრივი შრომისუნარიანობა?“, „როგორ გავზარდოთ პროდუქტიულობა?“, „როგორ გავუმკლავდეთ ადვილად ფიზიკურ სამუშაოს?“ - ეს კითხვები ბევრ ადამიანს აწუხებს. დღეს ჩვენ მოგიყვებით იმაზე, თუ როგორ გაუმკლავდეთ ეფექტურად გონებრივ და ფიზიკურ დატვირთვებს. 

დაიცავით ინფორმაციული დიეტა 

რა თქმა უნდა, თქვენ გაქვთ პროფილები პოპულარულ სოციალურ ქსელებში, რომლებსაც ყოველდღიურად ათვალიერებთ. გზადაგზა მეგობრების რეპოსტებზე, ფაბლიკების ახალ ამბებზე და რეკლამაზე - ერთი სიტყვით, თქვენთვის არამნიშვნელოვან ინფორმაციაზე - გადაგაქვთ ყურადღება. ეს ყველაფერი ტვინის დანაგვიანებასა და ინფორმაციულ გადაღლას იწვევს. ისწავლეთ ინფორმაციის გაფილტვრა - გააუქმეთ წევრობა თქვენთვის უსარგებლო ჯგუფებში; არ წაიკითხოთ იმ მეგობრების სიახლეები, რომლებიც დღეში 20+ რეპოსტს აქვეყნებენ და იფიქრეთ იმაზე, გჭირდებათ თუ არა აქაუნტები ყველა სოციალურ ქსელში? იქნებ ორი, მაქსიმუმ, სამი პროფილით შემოიფარგლოთ? 

მოერიდეთ ერთდროულად ბევრი ამოცანის შესრულებას 

ხალხური სიბრძნე ამბობს: „ორი კურდღლის მადევარი, ვერც ერთს ვერ დაიჭერსო“. ეს ასევე ეხება მუშაობას, სწავლას და ვარჯიშს. ნუ შეეცდებით რამდენიმე საქმის ერთდროულად გაკეთებას - შეადგინეთ დავალებების და სპორტული აქტივობების გეგმა. სჯობს ერთი საქმის კარგად გაკეთება, ვიდრე უამრავის და  ცუდად. ამრიგად, თქვენ არა მხოლოდ გაზრდით პროდუქტიულობას, არამედ თავიდან აიცილებთ ზედმეტ გონებრივ და ფიზიკურ დაღლილობას, რადგან დაგეგმავთ სამუშაოს ინტენსივობას და ხანგრძლივობას.  

იცოდე შენი შესაძლებლობების ზღვრი 

ფიზიკური ვარჯიშის შემთხვევაში ყველაფერი მარტივია: გაიარეთ კონსულტაცია ტრენერთან, გამოიყენეთ მაჯის პულსომეტრი, გაზარდეთ დატვირთვა თანდათან - ასე გაიგებთ თქვენი ფიზიკური გამძლეობის ზღვარს, ხოლო რეგულარული ვარჯიშით - მის გაზრდასაც შეძლებთ.  

გონებრივი შრომისუნარიანობის საკითხში მოგიწევთ მხოლოდ საკუთარი თავის იმედის ქონა. თქვენზე უკეთ არავინ გიცნობთ. დაფიქრდით, როდის გიადვილდებათ სამუშაოს შესრულება - დილით, შუადღეს თუ საღამოს? დღის რომელ მონაკვეთში გრძნობთ დაღლილობას? რა ამოცანების შესრულება, მაგალითად, შემოქმედებითი თუ რუტინული, გიადვილდებათ დღის პირველ ნახევარში და რომელი – მეორეში? ამ კითხვებზე პასუხის გაცემით, თქვენ შეგიძლიათ რაციონალურად გაანაწილოთ საკუთარი რესურსები, რაც იმას ნიშნავს, რომ უფრო წარმატებით გაუმკლავდებით გონებრივ დატვირთვას. 

შეარჩიეთ ვიტამინები ან მედიკამენტები 

მაგალითად, C ვიტამინის წყალობით თქვენ დარჩებით ფხიზლად და ენერგიით სავსე. ხოლო პრეპარატი „მილდრონატი®კაფსულები 250მგ“ დაგეხმარებათ აღადგინოთ შრომისუნარიანობა და გაუმკლავდეთ გონებრივ და ფიზიკურ გადატვირთვას. პროფილაქტიკისთვის სწორი საშუალება თავად შეგიძლიათ აირჩიოთ, მაგრამ უფრო საიმედოა სპეციალისტთან კონსულტაცია.

შეანაცვლეთ ფიზიკური და გონებრივი აქტივობა  

წიგნის კითხვით შეგიძლიათ სირბილისგან დაისვენოთ. და პირიქით – ვარჯიში დაგეხმარებათ უკეთ აითვისოთ ინფორმაცია, დაასვენოთ თავი.  

თქვენ ასევე შეგიძლიათ ზომიერად შეითავსოთ ფიზიკური და გონებრივი აქტივობები, როგორიცაა, მაგალითად, ახალი საცეკვაო მოძრაობების გამოგონება. ეს არის შემოქმედებითი აქტივობა, რომელიც გაგამხნევებთ და კარგ განწყობაზე დაგაყენებთ. 

მოუწყვეთ საკუთარ თავს გადატვირთვა 

რას აკეთებთ, როცა კომპიუტერი ჭედავს? სწორია, გადატვირთავთ მას. თუ გრძნობთ, რომ გადაღლილი ხართ და აღარ შეგიძლიათ კონცენტრირება საქმეზე - მოუწყვეთ საკუთარ თავს „გადატვირთვა“. ითხოვეთ სამსახურში დღემაგიერი და გაატარეთ დღე ისე, როგორც გსურთ - ისეირნეთ, იკითხეთ, კარგად გამოიძინეთ. 

ზემოთ მოყვანილი რჩევების გათვალისწინებით, თქვენ დაეხმარებით საკუთარ სხეულს გონებრივ და ფიზიკურ გადაღლილობასთან ეფექტურ გამკლავებაში. 

გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას, გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს.