მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი ვ.ნ. შიშკოვა
მწვავე რესპირატორული დაავადებები ან, როგორც მათ დღეს უფრო ხშირად უწოდებენ, მწვავე რესპირატორული ინფექციები (მრი) სეზონური გაციების დაავადებათა საკმაოდ მრავალფეროვან ჯგუფს წარმოადგენენ, რომელსაც თან ახლავს ზედა და ქვედა სასუნთქი გზების დაზიანება. მრავალფეროვანს მათ უწიდებენ იმის გამო, რომ მათი გამოიწვევა 300-ზე მეტ სხვადასხვა ტიპის ვირუსებს, ბაქტერიებს, სოკოს და მარტივ მიკროორგანიზმებს შეუძლია. როგორც წესი, ყველა მწვავე რესპირატორული ინფექციები ხასიათდება ზოგადი ინტოქსიკაციის სიმპტომებით: თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, ძლიერი სისუსტე მაღალი ტემპერატურის ფონზე და ეგრეთ წოდებული კატარალური მოვლენები: ხველა, სურდო, თვალების ლორწოვანი გარსის სიწითლე, ყელში ღიტინი და ტკივილები. მწვავე რესპირატორული ინფექციები თანამედროვე მედიცინის აქტუალური პრობლემაა, განსაკუთრებით ჰაერის ტემპერატურისა და ტენიანობის მკვეთრი რყევის პერიოდში. ამ სეზონებს ტრადიციულად მიეკუთვნება ზამთარი-გაზაფხული და შემოდგომა-ზამთარი, როდესაც მკვეთრად იზრდება გრიპის და სხვა ვირუსული ან მიქსტ-ინფექციების შემთხვევები (ანუ, თუ კაცობრიობას ერთდროულად ავადმყოფობის რამდენიმე გამომწვევი დაესხა თავს). ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში ყოველწლიურად მწვავე რესპირატორული ინფექციებით 100 მილიონამდე ადამიანი ხდება ავად. მძიმე მდგომარეობების და გართულებების განვითარების რისკის ზონაში, უფრო მეტად, ისეთი ჯგუფები იმყოფებიან, როგორიცაა: ორსული ქალები, მოხუცები ან ისინი, ვისაც თან ახლავს თანმდევი ქრონიკული დაავადებები.
ნებისმიერი მწვავე რესპირატორული ინფექციების დროს შეიძლება იყოს შემდეგი ტრადიციული გართულებები: გულის, თირკმლების დაზიანება, ფილტვების ანთება, ქრონიკული დაავადებების გამწვავება და პოსტინფექციური ასთენია. თანამედროვე დროის საშიში ტენდენციაა თავად ავადმყოფთა არასერიოზული დამოკიდებულება საკუთარი ჯანმრთელობისადმი: მოსახლეობის თითქმის 75% მწვავე რესპირატორულ ინფექციებს ბანალურ ინფექციად მიიჩნევს და დაუყოვნებლივ არ მიმართავს ექიმს პირველივე სიმპტომების გამოვლენის დროს, და თვითმკურნალობას ამჯობინებს. მომუშავე ადამიანთა უმეტესობას მწვავე რესპირატორული ინფექციები ფაქტობრივად „ფეხზე“ გადააქვთ, რითაც ორგანიზმს დაავადებასთან სათანადო გამკლავების შესაძლებლობას არ აძლევენ. ცდილობენ რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნდნენ სამუშაოს, რითაც თავს რამდენიმე დღის განმავლობაში სახლში დარჩნის, გამოკთების საშუალებას არ აძლევენ – პირიქით, მთელი დატვირთვისთ შეუდგებიან სამსახურს ინფექციით ძლიერად დასუსტებული ორგანიზმის მიუხედავად. აქედან გამომდინარე, ყველაზე გავრცელებული გართულება, თუნდაც ყველაზე მარტივი მწვავე რესპირატორული ინფექციისას, არის ინფექციის შემდგომი ასთენია, რაც ძველი ბერძნულიდან როგროც „უძლურება“ ითარგმნება. ეს ძალზე ვერაგი მდგომარეობაა, მას მოქანცვა შეუძლია და ის უამრავ ისეთ სიმპტომს აერთიანებს, რომლებიც შეიძლება დაავადების გამოვლენისთანავე არ გამოჩნდეს, მაგრამ დიდი ხნის განმავლობაში არ აძლევს ადამიანს გონზე მოსვლის და თავის ჯანმრთელად გრძნობის საშუალებას.
საინტერესოდ ჟღერს ასთენიის განმარტება. დიდი სამედიცინო ენციკლოპედიის თანახმად ასთენია არის „მტკივნეული მდგომარეობა, რომელიც ვლინდება მომატებული დაღლილობით და გამოფიტულობით, განწყობის უკიდურესი არასტაბილურობით, თავშეკავებულობის შესუსტებით, მოუთმენლობით, მოუსვენრობით, ძილის დარღვევით, ხანგრძლივი გონებრივი და ფიზიკური დაძაბულობისადმი გაძლების უნარის დაკარგვით, მაღალი ხმების, მკვეთრი შუქის, მკვეთრი სუნის გაუსაძლისობით“. ამრიგად, ასთენია არის სერიოზული მდგომარეობა, რომელიც ვითარდება მწვავე რესპირატორული ინფექციის გადატანის შემდეგ, ხოლო დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციაში მას უწოდებენ „დაღლილობის სინდრომს გადატანილი ვირუსული ინფექციის შემდეგ“.
ასთენიის სიმპტომები ძალზედ მრავალფეროვანია: ეს შეიძლება იყოს ძლიერი დაღლილობა, თავის ტკივილი, ხშირი თავბრუსხვევა, ძილის დარღვევა, აჩქარებული გულის ცემა, არტერიული წნევის ყოველდღიური რხევების მომატება, კიდურების მომატებული ოფლიანობა და გაციება, აგრეთვე გონებრივი და ფიზიკური შრომისუნარიანობის თითქმის სრული დაკარგვა. ბევრს უვითარდება აზროვნების პროცესების ტემპის სერიოზულ დაქვეითება, სირთულეები ყურადღების კონცენტრაციისას, ძლიერდება ან ჩნდება გაფანტულობა, გამაღიზიანებლობა და მტირალობა.
თუმცა, არ ღირს იმედგაცრუება, რადგან ყველა ამ სიმპტომის გამკლავება შესაძლებელია, განსაკუთრებით მაშინ, თუ დაუყოვნებლივ მიაქცევთ მათ ყურადღებას და დაიწყებთ მკურნალობას. პოსტ-ინფექციური ასთენიის მიზეზი ორგანიზმში ვირუსული ინტოქსიკაციის დარღვევების გამო წარმოქმნილი მეტაბოლური პროცესების დარღვევაა, ენერგიის ფორმირებისა და ხარჯვის შემდგომი დარღვევით. ამრიგად, მწვავე რესპირატორული ინფექციის შემდეგ განვითარებული ასთენია არის მდგომარეობა, რომელსაც თან ახლავს ნორმალური ცხოვრებისთვის საჭირო ენერგიის დეფიციტი. ამიტომ, ყველაზე ეფექტური მკურნალობა იქნება ისეთი პრეპარატის დანიშვნა, რომელიც აუმჯობესებს მეტაბოლურ პროცესებს და ააქტიურებს სასიცოცხლო ენერგიის წარმოებას. ასეთი პრეპარატია კარგად ცნობილი მილდრონატი® 250 მგ კაფსულებში, რომელიც ხელს შეუწყობს გაციების შემდეგ სამუშაო რეჟიმში ჩადგომას. მილდრონატის® მოქმედების მექანიზმია – კუნთების, გულის, სისხლძარღვების ენერგეტიკული პოტენციალის ზრდა, სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება, ცენტრალური ნერვული სისტემის გააქტიურება, ყურადღების კონცენტრაციის და შრომისუნარიანობის ამაღლება. მილდრონატი® აღადგენს უჯრედებში ჟანგბადის მიწოდებასა და მოთხოვნილებას შორის წონასწორობას, აღმოფხვრის მიმოცვლის ტოქსიკური პროდუქტების დაგროვებას უჯრედებში, იცავს მათ დაზიანებისგან და აქვს ზოგადი მატონიზირებელი მოქმედება. მისი გამოყენების შედეგად, ორგანიზმი იძენს უნარს ძველებურად გაუძლოს იგივე სამუშაო დატვირთვას და სწრაფად გამოჯანმრთელდეს. ყოველივე ეს ხელს უწყობს გუნებ-განწყობილებისა და შრომისუნარიანობის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას, ამიტომ მილდრონატი® კაფსულების გამოყენება შესაძლებელია გადატანილი ავადმყოფობის შემდეგ გამოჯანმრთელების პერიოდში. ყველა ზემოაღნიშნულ ეფექტს შეიძლება ჰქონდეს სასარგებლო ეფექტი არა მხოლოდ პოსტ-ინფექციური ასთენიის მდგომარეობაზე, არამედ მათ შეუძლია ხელი შეუწყოს უამრავი თანმდევ, მაგალითად, გულ-სისხლძარღვთა ან ნევროლოგიური დაავადებების კომპენსაციას.
ყველა მკითხველს ვუსურვებთ ჯანმრთელობას, ძალასა და მხნეობას ჩვენს რთულ ეპიდემიოლოგიურ დროს, და ასევე შეგახსენებთ, რომ ნებისმიერი პრეპარატების მიღებამდე უნდა გაიაროთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან ან პროვიზორთან აფთიაქში.