ყველა ადამიანი დროდადრო გრძნობს დაღლილობას. მაგრამ თუ ეს მუდმივად ხდება – საჭიროა სასწრაფო ზომების მიღება. რა ზომების? წაიკითხეთ ჩვენი სტატია და შეიტყვეთ ამის შესახებ.
სწორად დაალაგეთ პრიორიტეტები და დაგეგმეთ საკუთარი დრო
სამსახურში, თქვენ გიწევთ საქმეების უსასრულო სიის ჩამოწერა, და ზოგიერთი მათგანისთვის ერთი თვეც არ არის საკმარისი, თქვენ კი ერთ კვირაში აპირებთ ყველაფრის მოსწრებას. ნუ ატყუებთ საკუთარ თავს – არ შეიძლება ამ ყველაფერს ასე სწრაფად გაუმკლავდეთ. ნუ დაისახავთ შეუსრულებად გეგმებს – უმჯობესია, სწორად განალაგეთ პრიორიტეტები და გაანაწილეთ დრო. ეცადეთ შეასრულოთ ყველა მნიშვნელოვანი ამოცანა მაშინ, როდესაც თქვენი პროდუქტიულობა უფრო მეტად მაღალია (თქვენ თავად იცით, დღის რომელი მონაკვეთია ეს). დილიდან აჯობებს უფრო ყოველდღიურ საქმეებთან გამკლავება – გადაახარისხეთ ფოსტა, დაალაგეთ დოკუმენტები და ა.შ. მთავარია – ყოველთვის გახსოვდეთ, რაზე იხარჯება თქვენი დრო.
ნუ გეშინია „უარის“ თქმა
ბევრ ადამიანს არ უყვარს უარის თქმა სხვადასხვა მიზეზის გამო: სხვებთან ურთიერთობის გაფუჭების ეშინიათ, არ სურთ უზრდელები გამოჩნდნენ და ა.შ. სწორედ ამიტომ, ისინი საკუთარ მხრებზე უამრავ სხვის საქმეს იკიდებენ. შედეგი კი – მუდმივი დაღლილობაა. ჩვენ არანაირად არ მოგიწოდებთ კოლეგებისა და მეგობრების დახმარების უარყოფისკენ. მაგრამ დარწმუნდით, რომ თქვენ მართლაც თხოვნით მოგმართავენ და არა კისერზე გაჯდებიან.
გაავარჯიშეთ თქვენი გამძლეობა
არავის აქვს ზებუნებრივი შესაძლებლობები. ადამიანები, რომლებიც უპრობლემოდ იღვიძებენ დილის ხუთ საათზე, ან ადვილად შეუძლიათ მარათონის გარბენა – ავარჯიშებენ საკუთარ ნებისყოფასა და გამძლეობას, აგრეთვე თანდათანობით აჩვევენ თავს ახალ დატვირთვებს. მოიქეცით იგივენაირად – ნუ ცდილობთ ყველაფერი ერთდროულად მოასწროთ, თანდათანობით გაზარდეთ ამოცანების რაოდენობა. ასე თქვენი ორგანიზმი ადაპტირდება დატვირთვებისადმი და აღარ დაიღლება. საქმეების დიდი რაოდენობა უკვე აღარ აღიქმება როგორც სტრესი და ყოველდრიურობად იქცევა.
ტექნიკა Pomodoro
გამოიყენეთ დროის მართვის ერთ-ერთი ტექნიკა. ისინი საკმაოდ ბევრია, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია Pomodoro-ს ტექნიკა:
ამ ტექნიკის დაცვისას თქვენ საკმარის დასვენებას შეძლებთ და დაღლილობის გრძნობაც არ შეგაწუხებთ.
არ დაგავიწყდეთ დასვენება და ფიზიკური ვარჯიში
პატარა გარბენა დაგეხმარებათ არა მარტო გონებრივი დატვირთვებისგან დასვენებაში, არამედ აზრების დალაგებაშიც. არ დაგავიწყდეთ ასევე დასვენება. გაატარეთ საღამო საყვარელი წიგნის კითხვაში, გაემგზავრეთ პიკნიკზე, წადით მასაჟზე. ზოგჯერ, ნორმალურ მდგომარეობაში თავის მოსაყვანად, უბრალოდ საჭიროა სიჩუმესა და სიმშვიდეში მარტო დარჩენა: გამორთეთ ტელეფონი, ცოტა ხნით დაივიწყეთ საქმეები, და უბრალოდ მოდუნდით.
გაიარეთ კონსულტაცია სპეციალისტთან
ზოგჯერ დაღლილობა თავის კულმინაციას აღწევს – ამ შემთხვევაში მას უკვე ვერ გაუმკლავდებით მხოლოდ დღის სწორი რეჟიმით, რეგულარული დასვენებით და საქმეების სწორი დაგეგმვით. აუცილებელია გაიაროთ კონსულტაცია სპეციალისტთან, რომელიც დაგინიშნავთ შესაბამის სამკურნალწამლო პრეპარატებს. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს „მილდრონატი® 250 მგ კაფსულებში“ – ის ხელს უწყობს ორგანიზმს გონებრივი და ფიზიკური გადაღლილობის დროს შრომისუნარიანობის აღდგენაში, აგრეთვე ახდენს მატონიზირებელ მოქმედებას ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.
შეუძლებელია ყველაფერი მოასწრო. მაგრამ სწორი მიდგომის შემთხვევაში – ბევრი რამის გაკეთებაა შესაძლებელი.