მიაჩვიეთ თავი გონივრულ დატვირთვას
ამის გაკეთების საუკეთესო გზა არის სრულიად ახალი ჰობის მოძებნა. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სწავლობდით? პროგრამირებას შეუდექით. ტექნიკური სპეციალისტი ხართ? დაწერეთ ლექსები ან სოციალური პროექტის რეალიზება მოახდინეთ. როდესაც ჩვენ რაღაც ახალს ვსწავლობთ, ჩვენი გონებრივი შესაძლებლობების გააქტიურება ხდება.
მოუწყვეთ ტვინს „ვარჯიში“
როდესაც რიგში დგახართ ან სამსახურში მიემგზავრებით, გაამრავლეთ და გაყავით გონებაში მრავალნიშნა რიცხვები. მოძებნეთ ინტერნეტში ამოცანები სერიიდან „დათვს ჰქონდა ხუთი ვაშლი…“ და ამოხსენით ისინი. თანდათან გადადით უფრო რთულ დავალებებზე. მთავარია, გამოიმუშავოთ წესი – ყოველდღიურად მოაწყვეთ „ხუთი წუთი გონების გამოსაფხიზლებლად“.
ინფორმაციის გამარტივება და ვიზუალიზაცია მოახდინეთ
წარმოიდგინეთ რთული ინფორმაცია მარტივი გზით. დაწერეთ გეგმა ან შეადგინეთ აზრების რუკა (mindmap). აზრების რუკა საშუალებას გაძლევთ თვალსაჩინოთ წარმოიდგინოთ იდეები და ამოცანები, შესაბამისად, უფრო ადვილად დაიმახსოვროთ ისინი.
შეეცადეთ გაამრავალფეროვნოთ ამოცანები
თუ თქვენ დღიდან დღემდე მხოლოდ რუტინული ამოცანებით ხართ დაკავებული, ესეიგი ტვინს პასიურობისკენ უბიძგებთ (აჩვევთ პასიურობას). ამოცანები ავტომატურად ხორციელდება და არ საჭიროებს არანაირ გონებრივ აქტივობას. შედეგად, იმ მომენტში, როდესაც თქვენ დაგჭირდებათ შემოქმედებითი გადაწყვეტილების მოძიება, ახალ პრობლემაში გარკვევა და ა.შ. – თქვენ ვერ შეძლებთ ამასთან სწრაფად და ეფექტურად გამკლავებას. თქვენ უკვე შეეჩვიეთ მოცემული სქემის მიხედვით მუშაობას და ნებისმიერი გადახრა ამ სქემიდან თქვენთვის სტრესს წარმოადგენს.
როგორ შეიძლება ამის თავიდან აცილება? მიაშურეთ ყველა ძალა ამოცანების გამრავალფეროვნებას. თუ პროფესიულ საქმიანობაში ამის გაკეთების საშუალება არ გაქვთ, მაშინ აქტიურად მოძებნეთ ვარიანტები ყოველდღიურ ცხოვრებაში. მოიფიქრეთ ოჯახური დღესასწაულის კონცეფცია. დაეხმარეთ ბავშვებს ან მეგობრებს სწავლაში. ვარიანტები უამრავი არსებობს.
ზეიგარნიკის ეფექტი
ეს არის ფსიქოლოგიური ეფექტი, რომლის მიხედვითაც ადამიანს დაუსრულებელი საქმეები უფრო კარგად ახსოვს, ვიდრე ის საქმეები, რომლებიც ბოლომდე მიიყვანა. ეს ეფექტი ნათლად აჩვენებს მრავალამოცანობრიობის რეჟიმის უშედეგობას: ერთი ამოცანიდან მეორეზე გადართვისას, თქვენ ვერ ახდენთ კონცენტრირებას ახალ ამოცანაზე, რადგან თქვენ ვერ შეგიძლიათ შეაჩეროთ წინა ამოცანაზე ფიქრი. აქედან გამომდინარეობს დასკვნა: ყოველთვის მოახდინეთ კონცენტრირება ერთ ამოცანაზე და მხოლოდ ამის შემდეგ გადადით შემდეგზე.
საკვები ტვინისთვის
ისპანახი მდიდარია რკინით. შვრია შეიცავს E ვიტამინს. კაკალი უკვე დიდი ხანია ითვლება სასარგებლო პროდუქტად, რომელიც ააქტიურებს თავის ტვინს. ასევე შეგიძლიათ შეაირჩიოთ შესაბამისი მედიკამენტები, მაგალითად, პრეპარატი „მილდრონატი® 250 მგ კაფსულებში“ აუმჯობესებს მეხსიერებას, აჩქარებს სააზროვნო პროცესებს და დადებითად აისახება შრომისუნარიანობაზე.
ყოველთვის დაიტოვეთ დრო დასვენებისთვის
მნიშვნელოვანია დღის განმავლობაში მოკლე შესვენებების მოწყობა. ასე თქვენ ახალი ძალებით შეუდგებით საქმეებს. არ დაივიწყოთ უფრო ხანგრძლივი დასვენებაც (20-30 წუთი), რომელიც რეკომენდებულია მნიშვნელოვანი ამოცანის შესრულების შემდეგ.
ზოგს დასვენებაში ფეხით გასეირნება ეხმარება, ზოგს – მედიტაცია, ზოგს კი ურჩევნია ცოტა დაიძინოს. მხოლოდ თქვენ იცით, რა არის თქვენთვის უკეთესი.
გისურვებთ ნაყოფიერ სამუშაოს!