კითხვები & პასუხები

როგორ მივიღოთ მილდრონატი ®?

2 კაფსული დღეში. მთლიანი დოზის მიღება ხდება დილით ერთი დალევით ან 2 დოზაზე გაყოფით.

მიღების კურსი 10-14 დღეს შეადგენს.

აუცილებლობის შემთხვევაში, მკურნალობას იმეორებენ 2-3 კვირის შემდეგ.

პრეპარატის შესაძლო აღმძვრელი ეფექტის გამო რეკომენდებულია მისი მიღება დღის პირველ ნახევარში.

რა შემთხვევებში გამოვიყენოთ მილდრონატი®?
  • ზედმეტი გონებრივი და ფიზიკური დატვირთვისას;
  • შრომისუნარიანობის ეფექტურობის შემცირებისას;
  • კონცენტრაციისა და ყურადღების დაქვეითებისას;
  • მეხსიერების დაქვეითებისას;
  • ფიზიკური ამტანობის შემცირებისას;
  • ფიზიკური და გონებრივი გადატვირთვის შემდეგ სისუსტისა და გადადაღლილობის დროს.
ვისთვის არის განკუთვნილი ეს პრეპარატი?

18 წელს გადაცილებული ქალებსა და მამაკაცებისთვის

რატომ მილდრონატი ®?

მილდრონატი® ორგანიზმის უჯრედებში ენერგეტიკული მიმოცვლის ოპტიმიზაციას ახდენს, ფიზიკური და გონებრივი გადატვირთვის დროს შრომისუნარიანობის აღდგენის გზით, საშუალებას გაძლევთ იყოთ მხნე და ენერგიულები მიუხედავად წარმოქმნილი გადატვირთვებისა.

როგორ ამოვიცნოთ ფსიქო-ემოციური გადატვირთვა?

ჩივილი გაღიზიანებასთან დაკავშირებით, კონცენტრირების შეუძლებლობა, გარშემო მყოფთა და საკუთარი თავით უკმაყოფილება, გამოფიტულობა, უძილობა, თავის ტკივილები, კუნთების და სახსრების ტკივილი.

გადატვირთულობას ფიზიკური და ფსიქოლოგიური დისკომფორტის განცდა მოჰყვება, ის ხელს უშლის ადამიანებს სრული სიცოცხლით დატკბობასა და მიზნების მიღწევაში.